კიდევ ერთი უღიმღამო მატჩი: ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა აშშ ვერ დაჯაბნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ინგლისისა და აშშ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

მოიგერიეს რა ინგლისელთა სასტარტო შეტევები, ამერიკელები თავად გადავიდნენ იერიშებზე, მაკენიმ ვერ უწია მიზანს, პულიშიჩმა კი ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს ბრიტანელებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ მაუნტის გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. მეორე ტაიმში აშშ უპირატესობას დაეუფლა, მოკლე პერიოდში ხუთი კუთხური ჩააწოდა, თუმცა ხიფათის შექმნა ვერ შეძლო. შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტები საერთოდ არ იქმნებოდა და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი ინგლისია, 3 ქულით მეორე ადგილზე ირანია,
2 ქულით მესამეზე აშშ, მეოთხეზე კი ერთქულიანი უელსი.

ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ირანი აშშ-ს, ხოლო უელსი ინგლისს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 68 463 მაყურებელი
ინგლისი - აშშ 0:0

მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა ერთი ინგლისელებს, ცისარტყელას სამკლავურები გაეკეთებინათ? ნახავდით მერე რა "მაგარ ფეხბურთს" ითამაშებდნენ?
ვაი ჩვენი ცოდვა?
17:38 26-11-2022
1
არ ვარ ინგლისის გულშემატკივარი და საშინელ ფეხბურთს ათამაშებს საუთგეთი, მაგრამ რას აშავებს მიდის როგორც თვითონ აწყობს. იტალია მთელი ცხოვრება ანგარიშზე და გათვლებზე ორიენტირებული თამაშებით ხდება ჩემპიონი და ეს რატო გაოცებთ ინგლისისგან ან სად ჩანს რომ სუსტია?!
აწყობდა ესეთი მშვიდი ფრე და მიიღო, უელსი გაიქაჩება და მიიღებს გოლებს. ჩვენთვის საშინელებაა უბრალოდ ამის ყურება
ზურა
12:45 26-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული