ემოციები ლეოს გოლის შემდეგ: ოჯახი, ბავშვობის კერპი და გულშემატკივარი [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფის მე-2 ტურში არგენტინა მექსიკას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. გოლები ლიონელ მესიმ (64) და ენცო ფერნანდესმა (87) გაიტანეს.

მოგეხსენებათ, "ალბისელეტეს" გუშინდელ შეხვედრაში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, რათა ჯგუფური ეტაპის დასაძლევად საკუთარ თავზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები.

პლატფორმა ტიკტოკზე სხვადასხვა ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ აღნიშნავდნენ არგენტინელები თანამემამულე ფეხბურთელების გატანილ გოლებს, გთავაზობთ რამდენიმეს:


"ალბისელესტეს" გულშემატკივარი მესის პირველი გოლის შემდეგ გვერდით მდგარ სტიუარტს ჩაეხუტა, შემდეგ კიბეზე ფეხი დაუცურდა და დაეცა, თუმცა სიხარულისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა და ერთ-ერთ საფეხურს რამდენჯერმე
ხელიც კი დაარტყა.


ერთ-ერთ ინტერვიუში მესიმ აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის კერპი აიმარი იყო, ეს კი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გოლის შემდეგ აიმარის ემოციებია...


და ბოლოს, მატჩს ლეოს ოჯახიც ესწრებოდა, ეს კი მათი გულწრფელი ემოციებია გატანილი გოლის შემდეგ... აქედანვე მიხვდებით თუ რას ნიშნავს მესისთვის ეს მუნდიალი.

"ალბისელესტე" 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას პოლონეთთან 30 ნოემბერს ჩაატარებს.

ვიდეოები აღებულია შემდეგი ტიკტოკ გვერდებიდან: g.mustafa.official, football_m.s.e, cirocheryl

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი, ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ არა ნაკლებად მისი ოჯახი!
ნონა.
14:59 27-11-2022
1
ღმერთმა ყველა გახარებული ამყოფოს.
ქიტესა
20:12 27-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული