ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? - ფავორიტები და შესაძლო მეტოქეები ფინალამდე...

AutoSharing Option
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ტური დასრულდა, რაც გარკვეული დასკვნების საშუალებას გვაძლევს. ტურნირზე პრაგმატული მატჩები საკმაოდ ბევრია, არც უგოლო ფრეები გვაკლია, თუმცა გულშემატკივრები თამაშებიდან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ.

Sportall.Ge

გრანდები

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ჯგუფში ჩარჩენის ერთგვარი ტრადიცია, რაც 2002 წელს საფრანგეთის ნაკრებმა დაიწყო, მანვე დაასრულა. დიდიე დეშამის მოქმედი ჩემპიონები ისევ მშვენივრად გამოიყურებიან, დაცვაში კარგად თამაშობენ, შუა ხაზში დანაკლისს მადრიდის "რეალის" ახალბედა ჩუამენითა და ანტუან გრიზმანის ბრწყინვალე გამოსვლით ავსებენ, აი, კილიან მბაპე კი ისევ შეუჩერებელია. ის, წინა მუნდიალის მსგავსად, მასზე გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებს,
სისწრაფის ხარჯზე მისი შეჩერება ძალიან რთულია.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრები საფირმო ნიშანს არ კარგავს და ბურთის ფლობით გამორჩეულია. ლუის ენრიკეს ახალგაზრდული გუნდი, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით, საკმაოდ თავდაჯერებულია. მართალია, მათ მთავარ ფავორიტებში არ მოიაზრებენ, თუმცა "ფურია როხა" სახიფათო ნაკრებია, რომელიც მაქსიმალურად შორს უნდა ვიხილოთ.

Sportall.Ge

ბრაზილიის ნაკრები ნეიმართან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა გუნდი გამოჩნდა, თუმცა რაც არ იცვლება, ტიტეს პრაგმატიზმია. შედეგზე ორიენტირებული ბრაზილიის ტრიუმფიც გვინახავს და ეს გუნდიც ყველაფერს აკეთებს, ასე მონატრებული (20 წელია) ტიტული მოიპოვოს. შემტევი რესურსი კი ძალიან დიდია - იქნებ ეს ჩემპიონატი ვინისიუსისთვის ახალ ვარსკვლავურ სიმაღლეზე ასასვლელადაც კი იქცეს.

ლიონელ მესის ყოველთვის შეუძლია, რაღაც არაორდინარული შექმნას და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ისე ჩანს, რომ არგენტინის ნაკრები უფრო ამის იმედადაა, ვიდრე გუნდურობის, არადა,
ბოლო დროს ასე არ ხდებოდა. ლო სელსოს ტრავმამ "ალბისელესტეზე" საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. არგენტინელებს ტურნირის წინ ლამის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევდნენ და ამ სტატუსს ახლა ნაკლებად ამართლებენ.

Sportall.Ge

ინგლისის ნაკრებმა კატარში ომახიანად დაიწყო, საუთგეიტს ძალიან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა აშშ-სთან გამოჩნდა, რომ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა და გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს, რათა მინიმუმ წინა შედეგი - ნახევარფინალი გაიმეოროს.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია, გერმანია, ნიდერლანდები - ჩამოწერა არავისი შეიძლება. მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი სწორედ ესაა, თუმცა რამდენად ვიხილავთ ახალ ჩემპიონს, რთული სათქმელია.

გადამწყვეტი ტური

29 ნოემბრიდან მე-3 ტური იწყება, თითოეული ჯგუფი კი საინტერესო შეხვედრებს გვპირდება.

A ჯგუფში ეკვადორი - სენეგალის, B-ში ირანი - აშშ-ისა და D ოთხეულში დანია - ავსტრალიის მატჩები ფინალის ტოლფასია, სადაც შემდეგ ეტაპზე გამსვლელი უშუალო შეხვედრაში ვლინდება. ირანისა და აშშ-ის დაპირისპირებას პოლიტიკური კონტექსტი ძალიან საინტერესოს ხდის.

არგენტინის ნაკრები საკუთარ თავზეა დამოკიდებული, გერმანელები კი იმის იმედად უნდა იყვნენ, იაპონიის ნაკრებმა ახლა ესპანელებთან არ ივარგოს. არც ურუგვაი - განისა და სერბეთი - შვეიცარიის მატჩები უნდა გამოგვრჩეს. ასე რომ, მოსაწყენად პლეი-ოფამდეც არ გვეცლება.

Sportall.Ge

დარჩენილი გზა

მაინც ისე გამოდის, რომ დიდი ნაკრებების უმეტესობა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას მოახერხებს, რაც მერვედფინალში გრანდების დაპირისპირებას გამორიცხავს. ეს სიამოვნება უფრო მეოთხედფინალიდან გველის.

ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, ფინალის მაძიებელთა ერთ მხარეს ბრაზილიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები უნდა ვიხილოთ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი გზაა. პოტენციურ მეორე მხარეს საფრანგეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებების გამორჩევა შეიძლება...

ტემპერატურა იმატებს, ინტერესი იზრდება, მატჩების საყურებლად დროის გამონახვას კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეცდება. არაორდინარულ დროსა და ადგილას, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია!

altფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

altკვარაცხელიას ვერცერთმა თანაგუნდელმა ვერ გაიმარჯვა, კიმი ისევ ბრწყინავს - ნეაპოლელები მუნდიალზე

მკითხველის კომენტარები / 23 /
Marocco
Lasha
07 დეკემბერი 2022 18:59
0
ლიონელ მესისთან ვფიქრობ არარეველანტურია ასეთი შედარება.

ჯერჯერობით მსოფლიო იცნობს:
- ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელეს, როგორც ფეხბურთის მეფეს;
- დიეგო არმანდო მარადონას, როგორც პელეს შემდეგ ფეხბურთის მეორე მეფეს;
- ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის, როგორც მარადონას ტოლ-სწორს.

სხვა ფეხბურთელები ამ სამეულს ვერც კი მიუახლოვდებიან, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში ასეა.
07
30 ნოემბერი 2022 15:56
4
როგორც წესი გოიმი თვითონ ახსენებს, იხსენებს და ა. შ. ამ სიტყვას.
07
02 დეკემბერი 2022 14:54
0
რეველანტური კი არა გაანებეთ საერთოდ გოიმებმა ჩვენი ამერიკული ლექსიკიდან ფრაზების მოპარვას.
AMERIKELI.
02 დეკემბერი 2022 06:03
1
არგენტინას კიდე ფავორიტად მიიჩნევთ?! გუნდში რამის შემქმნელი 35 წელს გადაცილებული მესი და დი მარიაა. დანარჩენები საშუალო დონის ფეხბურთელები არიან. მესის ბოლო მუნდიალია და ახლა მაინც უნდა მოიგოსო-არასერიოზული არგუმენტია. არც კრუიფს აქვს მოგებული და არც ეუსებიოს. არც ზიკოს. დიდი ალბათობით, ვერც რონალდუ მოიგებს.
ციციკორე
30 ნოემბერი 2022 10:46
4
დგეს როგორ ფიქრობ ნეტა...
Miro
01 დეკემბერი 2022 01:13
0
ლიონელ მესისთან ვფიქრობ არარეველანტურია ასეთი შედარება.

ჯერჯერობით მსოფლიო იცნობს:
- ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელეს, როგორც ფეხბურთის მეფეს;
- დიეგო არმანდო მარადონას, როგორც პელეს შემდეგ ფეხბურთის მეორე მეფეს;
- ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის, როგორც მარადონას ტოლ-სწორს.

სხვა ფეხბურთელები ამ სამეულს ვერც კი მიუახლოვდებიან, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში ასეა.
07
30 ნოემბერი 2022 15:55
0
ვინაიდან იტალია არ ღებულობს მონაწილეობას

ჯერ ვთქვათ რეალურად თუ რომელ გუნდებს აქვს შანსები:

1) ბრაზილია (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც თავის ძალას განსაკუთრებით 1/8 ფინალიდან აჩვენებს);
2) არგენტინა (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა);
3) საფრანგეთი (იმიტომ, რომ ყავს ძლიერი გუნდი და მზადაა მე-3 გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი);
4) პორტუგალია (იმიტომ რომ ჯერ არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა).

და მაინც ამ ოთხეულიადან ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უფრო კონკრეტულად ბრაზილია ან არგენტინა, და კიდევ უფრო კონკრეტულად ბრაზილია.
07
30 ნოემბერი 2022 10:36
0
1) ჯერ ისეთ გუნდებს გაიყვანენ ფინალში ორივეს მოგება რომ აწყობთ. 2) და მერე იმის მოგებაზე იჩალიჩებენ ვისი მოგებაც უფრო აწყობთ. მსოფლიო მაფია ასე ჩალიჩობს. ამ ეტაპზე მუსულმანურ სამყაროს უჩალიჩებენ რაღაცას. ისეთ ნაკრებს გაუჩემპიონებენ რომ "დასაჯონ" სამაგალითოდ. 2 ყველაზე ანტი-მუსულმანური ქვეყნები რომლებიცაა ისინი უნდა გაიყვანონ ფინალში წესით.

მაგალითად რა მოხდა რუსეთში 2018 წელს? ფინალი ხორვატია -საფრანგეთი. ორივეს გაჩემპიონება კატასტროფა იყო რუსებისთვის და საბოლოოდ ჩაახუტეს საფრანგეთის ზანგისა მაინც
experti_
29 ნოემბერი 2022 22:21
19
თუ ხმა ხარ, ნუ ბჟუტურობ სისულელეებს
ირაკლი
30 ნოემბერი 2022 10:37
2
არჩილი, ესეიგი მართლა ძალიან გაინტერესებს რატო. ხორვატია არ იცი და ვერ ხვდები რას ნიშნავს რუსეთისთვის როგორც ასეთი. საფრანგეთზე კომენტარის გარეშე საერთოდ... ზანგების ბალაგანი სიძედ ყველა რუსი ველიკოძერჟავნიკის ოჯახში
Experti.
30 ნოემბერი 2022 02:31
1
ყველა გამოხმაურება
ნახევარფინალში: ნიდერლანდები, მაროკო, დანია, არგენტიან.
ფინალი: ნიდერლანდები-არგენტინა
ჩემპიონი:
ქომაგი
29 ნოემბერი 2022 20:06
13
ტოტალიზატორში არავიზე არ დადოთ არც საფრანგეთზე არც ბრაზილიაზე არც ბელგიაზე არ გერმანიაზე არც ჰოლანდიაზე არც ინგლისზე და აშ. ეხლა ბობოლებად" ვინც მოჩანან(!) ვერცერთი ვერ მოიგებს წააგებთ იცოდეთ. არავიზე არ უნდა დადოთ წესით საერთოდ, მარა ეხლა განსაკუთრებით ამ ბობოლებზე ბევრი თოხლავს იცოდეთ
Gafrtxilebt
29 ნოემბერი 2022 19:47
1
აბა ვინ გახდება შენი აზრით მსოფლიო ჩემპიონი?
ზურა
29 ნოემბერი 2022 22:10
2
არგენტინის გარდა ნებისმიერს აქ შანსი ესაა სიმართლე არგენტინის ჩემპიონობა არის გამორიცხული!!!
zaza
29 ნოემბერი 2022 16:22
13
რა თქმა უნდა პორტუგალია არგენტინა საოცნებო ფინალი ყველასთვის
ქართველი
29 ნოემბერი 2022 15:11
11
სად დაინახეთ ბრაზილიის “პრაგმატული” თამაში? “სპევიალისტებო”?!
კოტე
29 ნოემბერი 2022 14:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული