ირანის ნაკრების ფეხბურთელებს ოჯახის წევრების პატიმრობით ან წამებით დაემუქრნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ფეხბურთელებს დაემუქრნენ, რომ თუ ამერიკასთან შეხვედრისას "არასათანადოდ მოიქცევიან" მათ ოჯახებს დააპატიმრებენ ან აწამებენ.

გამოცემის თქმით, ირანელი ფეხბურთელები, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის დაწყებამდე ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრებმა დაიბარეს და ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან წამებით დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ისიც განუცხადეს, რომ სამშობლოს ჰიმნის გულმხურვალედ სიმღერა ისლამური სახელმწიფოს სამუდამოდ არსებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

CNN-ის ინფორმაციით, თავიანთი ფეხბურთელების გასაკონტროლებლად კატარში დიდი რაოდენობით ირანული დაცვის სამსახურის წევრები ჩამოიყვანეს. მათ აკრძალული აქვთ უცხოელებთან საუბარი ან მატჩის მიმდინარეობისას
გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსეთუმეები აქაც რომ არ ისვენებთ.წადით და იცხოვრეთ რუსეთში თუ ეგრე ძალიან გიყვართ.
მიშა
16:07 29-11-2022
15
ტყუილია.
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
14:48 29-11-2022
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული