"თუ ის ამას გააკეთებს, რინგზე დაბრუნება მომიწევს" - ტაისონი ალვარესს დაემუქრა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, კრივში 4 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი კანელო ალვარესი ლიონელ მესის დაემუქრა, რაზედაც ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის პასუხმა არ დააყოვნა:

"ვიღაც, სახელად კანელო, მესის დაემუქრა. თუ ის ლეოს შეეხება, მაშინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება მომიწევს".

შეგახსენებთ, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

მომზადებულია postsen-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჯიგარი ხარ ტაისონ!
giga
16:35 29-11-2022
8
"IRON" ოქროს კაცი ხარ.
JOI ZAZA
17:43 29-11-2022
5

სიახლეები პოპულარული