კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ონანა მუნდიალზე ვეღარ იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რიგობერტ სონგსა და ონანას შორის კონფლიქტის მიზეზი მეკარის სათამაშო სტილი გახდა. სონგის აზრით, ანდრემ შვეიცარიის ნაკრებთან დაპირისპირებაში პოზიცია რამდენჯერმე არასწორად შეარჩია და ბევრჯერ გარისკა.
კამერუნის ნაკრები G ჯგუფში 1 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, აფრიკელები პარასკევს ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ანდრე ონანა კამერუნის ნაკრების განაცხადში არ იქნება - მიზეზი მწვრთნელთან კონფლიქტია