პირველად ისტორიაში - მუნდიალის მატჩზე ქალები იმსაჯებენ

AutoSharing Option
ფიფას გადაწყვეტილებით, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, მატჩს ქალ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. საუბარია გერმანიისა და კოსტა-რიკის ნაკრებებს შორის გასამართ მესამე ტურის შეხვედრაზე.

შეხვედრის მთავარი არბიტრი სტეფანი ფრაპარი იქნება, მისი ასისტენტები კი მექსიკელი კარენ დიასი და ბრაზილიელი ნეუზა ბეკი იქნებიან.

შეგახსენებთ, E ჯგუფში გერმანიის ნაკრები 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს, კოსტა-რიკა კი 3 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მატჩი 1-ელ დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 12 /
მალე ალბათ ომში საბრძოლველად კაცების გვერდშიც დადგებიან..უი,ეგ არა ჰო?
G. I. JANE
14:40 03-12-2022
0
და რა მერე იმსაჯონ,მაგას რა ჯობია,კარგია,ეგ კიარადა გინდაც სამსახურᲨი გინდა საზოგადოებაᲨი,პოლიტიკაᲨი,ქალები უფრო კაცურად იქცევიან ვიდრე მამაკაცები,ასე,რომ ფორცა ქალებო,მიდიᲗ და დაუმტკიცეᲗ ყველას,რომ Ძლიერები ხარᲗ ყველა სფეროᲨი.
გოჩა
01:15 01-12-2022
2

სიახლეები პოპულარული