ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, ბოლო ტურში, კიდევ ორი მერვედფინალისტი გახდა ცნობილი - არგენტინა და პოლონეთი.

არგენტინამ პოლონეთი პირწმინდად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. „ალბისელესტე“ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, განუწყვეტლივ უტევდა. ალვარესის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, მაკალისტერის მეკარემ, შემდეგ კი მესიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაკალისტერმა შჩენსნის კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, პოლონელები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდნენ და მეორე გოლიც გაუშვეს. თავი ალვარესმა გამოიჩინა. მერე მესის ისევ გოლკიპერმა არ გაატანინა,
ალვარესმა ვერ უწია მიზანს, შეცვლაზე შესულმა ლაუტარომაც, ტალიაფიკოს დარტყმული ბურთი მცველმა კივერმა ცარიელი კარიდან გამოიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა და ზედიზედ მეხუთედ გადალახა ჯგუფური ბარიერი.

მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 სძლია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.

მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას, პოლონეთი კი საფრანგეთს შეხვდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 44 089 მაყურებელი
პოლონეთი - არგენტინა 0:2
გოლები: 0:1 მაკალისტერი (47), 0:2 ალვარესი (67)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (39)

ლუსაილი. "აიკონიკი". 84 985 მაყურებელი
საუდის არაბეთი - მექსიკა 1:2
გოლები: 1:2 მარტინი (48), 0:2 ჩავესი (53), 1:2 ალ დოსარი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მესი ჩამოწერეს მაგრამ რა ლამაზად თამაშობს, ისევ ეს თუ მოატყუებს კაცს, რა პასებს აკეთებს ბურთს ვერ ართმევენ...
არგენტინა
02:02 01-12-2022
3
Argentina msoflio chempioni g
Axdeba!!!!
9

სიახლეები პოპულარული