ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, ბოლო ტურში, კიდევ ორი მერვედფინალისტი გახდა ცნობილი - არგენტინა და პოლონეთი.

არგენტინამ პოლონეთი პირწმინდად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. „ალბისელესტე“ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, განუწყვეტლივ უტევდა. ალვარესის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, მაკალისტერის მეკარემ, შემდეგ კი მესიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაკალისტერმა შჩენსნის კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, პოლონელები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდნენ და მეორე გოლიც გაუშვეს. თავი ალვარესმა გამოიჩინა. მერე მესის ისევ გოლკიპერმა არ გაატანინა,
ალვარესმა ვერ უწია მიზანს, შეცვლაზე შესულმა ლაუტარომაც, ტალიაფიკოს დარტყმული ბურთი მცველმა კივერმა ცარიელი კარიდან გამოიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა და ზედიზედ მეხუთედ გადალახა ჯგუფური ბარიერი.

მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 სძლია, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.

მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას, პოლონეთი კი საფრანგეთს შეხვდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 44 089 მაყურებელი
პოლონეთი - არგენტინა 0:2
გოლები: 0:1 მაკალისტერი (47), 0:2 ალვარესი (67)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (39)

ლუსაილი. "აიკონიკი". 84 985 მაყურებელი
საუდის არაბეთი - მექსიკა 1:2
გოლები: 1:2 მარტინი (48), 0:2 ჩავესი (53), 1:2 ალ დოსარი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 17 /
1) მესის რომ ძალიან მარტივი გოლი გაეტანა, თუნდაც 95 წუთზე - დაწერდნენ მესიმ მოაგებინა თამაში არგენტინასო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებდნენ (ალბათ მაინც მესი დაასახელეს...)
2) გოლი რომ გაეტანა, იმხელა სტატიებს მიუძღვნიდნენ, ბოლომდე ვერ წაიკითხავდა კაცი, ხოტბას შეასხავდნენ. არადა შესნიმ, უბრალოდ პენალტი კი არ მოიგერია, თავიდანვე დააწყნარა ყველა, არ ინერვიულოთო. ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი/კადრი შექმნა მთელ მსოფლიო ჩემპიონატზე - უბრალოდ დაწერეს 2 სიტყვით, მესის პენალტი აუღოო, ვითომც არაფერი, არანაირი დეტალები...
3) ის, რომ არგენტინამ მაგრა ითამაშა, მესის ისეთივე დამსახურებაა, როგორიც დანარჩენი ფეხბურთელების (პლუს პოლონეთის, რომელმაც საშინლად ითამაშა)
4) კიდევ კარგი, ბოლობოლო სხვებმა იყოჩაღეს, თორე მოგვიწევდა მექსიკა-ავსტრალიის თამაშის ყურება
5) კომენტატორებზე არც ღირს ბევრის დაწერა - ჯერ იყო და პენალტის მერე დამუნჯდნენ, მერე გოლის ავტორი მესი ეგონათ, რო გაიგეს მესი არ იყო, მესის სტილში გაიტანაო - სირცხვილია წესით
6) მაგალითად რონალდო, მბაპე, სალაჰი, ან კვარაცხელია რო ყოფილიყო, ესეთ ცალკარაში, 1 გოლს მაინც შეაგდებდნენ...
7) რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფეხბურთელია მესი, 2 აზრი არაა, უბრალ კიდე რაღაცეები არ უნდა მიაწერო ტყუილად (და სხვებს არ უნდა გამოაკლო), არ არის სწორი.
11
პოლონეთი ესეთი თამაშით რო მერვედფინალში გავა , მაგრა ტეხავს,,, ეხლა რა უნდა ქნას საფრამგეთთან? უნდა ჩაააყენონ ავტობუსი და ბოლოს მაინც წაააგინ 2-0 .// ამათ გასვლას მექსიკა გასულიყო ისევ ჯობდა იბრძოლებდა მაინც, და თუნდაც საუდის არაბეთი, ამ გუნდს კლასი არ ეყო თორე მაგარი დუხიანი გუნდი აღმოჩნდაა, და არ ველოდი მე ესენი მახსოვდა ტრალერის მძღოლების ვიდზე რო იდგნენ , წვრილი ფეხები და დიდი ულვაშებით და ეხლა ნამდვილი სპორცმენები გამოიყვამეს, დავარცხნილი , ნავარჯიშები , ჟილკიანი ბიჭები, კლასი აღარ ეყოთ, მოკლედ პოლონეთი არ იმსახურებდა!
Vasili
10:34 01-12-2022
2

სიახლეები პოპულარული