გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო, ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. "ბუნდესნაკრებმა" 1938 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში გამარჯვების მოპოვება.
გერმანელები მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არ იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ მატჩში გაიმარჯვებენ, ესპანეთის ნაკრებმა კი იაპონია უნდა დაამარცხოს.
E ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება
გერმანიისა და კოსტა-რიკის დაპირისპირება ჰანსი ფლიკის მომავალსაც გადაწყვეტს, მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ "ბუნდესნაკრები" ინგლისთან 0:2
მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა ფორვარდმა იურგენ კლინსმანმა გერმანიის ნაკრებს მატჩისადმი მიდგომა დაუწუნა და იაპონიასთან მატჩის შემდეგ მოთამაშეები გააკრიტიკა:
"პირველ თამაშში დიდი, გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იაპონიასთან დავმარცხდებოდით. რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე საშინლად ვიასპარეზეთ. ტურნირის დაწყებამდე ყოველთვის გვსურს, რომ ფინალში გავიდეთ, მაგრამ ამჯერად ნახევარფინალამდე მისვლაც კი უდიდესი მიღწევა იქნება.
გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მშვიდად ვართ - ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. იმედი მაქვს, დღესაც ასე მოხდება. ხალხი წარუმატებლობას გაპატიებთ, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ნამდვილად უპატიებელი იქნება.
მოახერხებს თუ არა ჯგუფში ჩარჩენის შემთხვევაში ფლიკი პოსტის შენარჩუნებას? მეეჭვება. ყველა ვხედავთ, რომ საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები სხვა სიმაღლეზე არიან, რაც ძალიან სამწუხაროა.
მიუხედავად პრობლემებისა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გავიმარჯვებთ, ესპანეთი კი საქმეს ბოლომდე დაასრულებს და იაპონიის ნაკრებს დაამარცხებს" - განაცხადა კლინსმანმა Football World-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გერმანიისა და კოსტა-რიკის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით