ბელგია მუნდიალს დაემშვიდობა - მაროკო პირველი ადგილით გავიდა, ხორვატია მეორით [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფიდან პლეი-ოფში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.

ბოლო ტურში მაროკომ კანადას 2:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1986 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ იასპარეზებს პლეი-ოფში. ამას გარდა, ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულების მიხედვით, აფრიკული გუნდების რეკორდი დაამყარა - 7.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ბელგიას ხორვატიასთან ფრით დაკმაყოფილება (0:0) და ტურნირის დატოვება მოუწია. არადა, მარტო შეცვლაზე შესულმა ლუკაკუმ ოთხი დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. ბელგიამ ბოლოს 24 წლის წინ ვერ შეძლო ჯგუფური ბარიერის გადალახვა. აღსანიშნავია,
რომ ამ გუნდმა მუნდიალზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ხორვატია კი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.


ალ რაიანი. "აჰმად ბინ ალი". 43 984 მაყურებელი
ხორვატია - ბელგია 0:0

დოჰა. "ტუმამა". 43 102 მაყურებელი
კანადა - მაროკო 1:2
გოლები: 0:1 ზიეში (4), 0:2 ენ ნესირი (23), 1:2 აგერი (40, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ახსოვს 1986 წელს მაროკო მერვედფინალში გერმანიასთან დამარცხდა, მათეუსმა საჯარიმო გაიტანა. მე მგონი ახლაც ესენი შეხვდებიან შემდეგ ეტაპზე
გუგა
01 დეკემბერი 2022 23:59
5
ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
გუგა
02 დეკემბერი 2022 01:42
0
დოღლიგის ვარსკვლავებს მგონი ფაღარათი შეეყარათ,ლუზერები (ინგლისი),ფარჩაკები (უელსი),ეს დებრუინი სულმთლად ნოლი გამხდარა კიდე,ეს მარტინესი თავიდან გვარდიოლას ბაძავდა ვითომ ბურთის ფლობა,დომინანტობა და ა.შ.,მერე ხალხი მოუბერდა დაცვაში,კურტუა გამოკურტუმდა,დე ბრუინი და აზარი ჩამოლაბორანტდნენ,ვიტსელი და მერტენსიც დაბერდნენ,ლუკაკუ ყველგან ზარალია,ბევრჯერ აზარალა ბელგია გადამწყვეტ მომენტებში,ნუ მარტინესი ევროპის მერე უნდა გაეშვათ და დაეწყოთ ახალი გუნდის შენება...ახლა კი აბსოლიტურად დამსახურებულად ჩარჩა ჯგუფში,თუმცა არც ხორვატები უქნია ღმერთს მოდრიჩი და პერისიჩი ეს უკვე წარსულია,ასე რომ ესპანეთიც უპრობლემოდ გავა
ნიკო
01 დეკემბერი 2022 23:51
4
ბელგია გადამწყვეტ შეხვედრებს სულ უღიმღამოდ ატარებს. არადა ასეთ შემადგენლობას ნებისმიერი ინატრებდა. აშკარად ვერ იყო გუნდი განწყობაზე. კაცმა არ იცის თუნდაც მომავალ ევროპაზე ვინ იქნება ამ გუნდიდან
: )))))))
01 დეკემბერი 2022 22:36
1
ბელგიის მწვრთნელი არი თეორეტეკოსი სუფთა. რა თაობა დაღუპა მაგ ს^რმა თან ისეთი სიფათი აქვს მგონი სულ ჰოროსკოპებზე ფიქრობდა
Lebron
01 დეკემბერი 2022 22:33
2
ხოვატია ბელგიაზე უკეთესი ნაღდად არაა
აფსუს
01 დეკემბერი 2022 22:03
3
ლუკაკუმ ხორვატია გაიყვანა პლეიოფში
912
01 დეკემბერი 2022 21:37
0
საშინელი გუნდი პოლონეთი ბელგია დანია სერბეთი უელსი ურუგვაია
beqa
01 დეკემბერი 2022 21:33
1
ხორვატიაც არ იყო ღირსი.
ეეე
01 დეკემბერი 2022 21:10
3
მაროკოს შედეგი რა გასაკვირია?! არ დაგვავიწყდეს, როგორ ავარჯიშა ისინი ვილი სანიოლმა ჩემპიონატის წინ!
N
01 დეკემბერი 2022 21:09
7
...მაგრამ, გაგიკვირდებათ და, მსოფლიო რეიტინგში ბელგიის ნაკრები მეორე ადგილს იკავებს (https://www.fifa.com/fifa-world-ranking/men?dateId=id13792)
P.S. საკმაო ხანი იყო ლიდერი(!)
ლაშა
01 დეკემბერი 2022 21:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული