სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
"ფურია როხამ" უფრო ადვილი გზა ხომ არ აირჩია?

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!

ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.


იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.

პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.


ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

მკითხველის კომენტარები / 73 /
არავითარი სასწაული ესპანეთს ქონდა საშუალება მეტოქის არჩევის და იარჩია. გერმანიას კი პირზე ხელაფარებულებმა რომ დაიწყეს პირველი თამაში ჯობდა სხვაგან აეფარებინათ ხელი.გერმანიამ მისი მისია მაინც შეასრულა მათი შსს მინისტრი ტრიბუნებზე პოზირებდა ლგბტ სამაჯურით.ევროპული გუნდების მთავარი მისია ამჩემპიონატზე იყო ლგბტ თემის პროპაგანდა.ზოგიერთი წერს რომ აზიურ ქვეყნებში მეტია ლგბტ პირები გეთანხმებით მართალია და სწორედ ამიტომაც მიდის ევროპაში გამალებული პროპაგანდა რომ დაეწიონ და გაუსწრონ აზიას
w
02 დეკემბერი 2022 10:07
4
"ის პიპინია არა ხარ, პორტატურიდან შენს ცხენს რო გამოასწარი?!, ვენაცვალე იაპონელებს"!
აგული
02 დეკემბერი 2022 08:54
0
96-წლის ევროპის შესარჩევში საქართველო და მოლდოვა გერმანიასთან ერთად მოხვდნენ.ორივესთვის პირველი ტურნირი ანუ ისტორია იწყებოდა.კენჭისყრის შემდეგ ბატონმა ბეკენბაუერმა ბრძანა,რომ ასეთი ქვეყნები არ უნდა მონაწილეობდნენ მსგავს ტურნირებში რადგან გერმანიისთვის ეს მხოლოდ ზედმეტი ხარჯი და დამღლელი ფრენებიაო.ეს თქვა კაცმა რომელსაც საქართველოში უდუდესი პატივისცემა და ავტორიტეტი ჰქონდა.ძალიან მტკივნეული და შეურაცმყოფელი იყო ეს სიტყვები ქართველებისთვის.მე პირადად შემძულდა ის პიროვნება და ფაშისტი ვეძახე.ეხლა მაინტერესებს მისი აზრი ცოცხალი თუა.
ენძო
02 დეკემბერი 2022 08:12
0
ძალიან საინტერესოა ვარმა რატომ არ აჩვენა ისე გამოკვეთილად ბურთის გადასვლა არ გადასვლა ხაზთან? თამაშ გარეს დროს ყოველთვის აჩვენებენ ხოლმე.

რაც შეეხება ესპანეთს და გერმანიას, ჩემი აღქმით მსოფლიო ჩემპიონი იაპონიასთან, ტუნისთან ან მით უარესი საუდ. არაბეთან არ უნდა აგებდეს. მსოფლიო ჩემპიონის მომგებია ესპანეთი, საფრანგეთიც და არგენტინაც, მაგრამ ასეთი ჩემპიონობის მწვერვალზე ნახვა არ მინდა. დღეს იმედია ბრაზილიელებიც არ იჯამბაზებენ, თორემ ეს ჩემპიონატი ყველაზე გქვეშა@ვია გუნდების შეკრება იქნება ისტორიაში.
G.LA
02 დეკემბერი 2022 10:16
2
უნდა წაეგო გერმანიას
buxrika
02 დეკემბერი 2022 09:47
0
ფეხბურთის წესების თანახმად 100% იანი გოლია. ხაზი ბურთს არ გადაუკვეთავს. ხაზია მნიშვნელოვანი და არა მოცულობით ბურთი საითმხარეს იქნება. ძალათ გულშემატკივრები რო ბევრია და არაფერი გაეგებათ ფეხბურთში და მის წესწბში ეგ მაგის ბრალია. ისევე როგორც რონალდოს გოლი რონის დამსახურებით გავიდა რადგან მილიმეტრებით შეხება იყო ბურთთან.
123
02 დეკემბერი 2022 09:31
6
ვინც წერს რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო ყველას გამაზული ჰქონდა და თავის წაგებას უფრო მისტირის, ვიდრე გოლის ჩათვლას.
ეგ რომ არა სხვა გოლს გაიტანდნენ სამურაები. ესპანეთს წაგება უნდოდა.
ერთს ვერ ვხდები- ვინც თამაშობს ვერ იყო აზრზე რომ წააგებდა ამ ფსონით?
კიდევ დიდი სიურპრიზები იქნება აი ნახავთ
ვანჩოპე
02 დეკემბერი 2022 13:23
0
ვინც ესპანეთის უსინდისობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ 1982 წელს გერმანია-ავსტრია.
დიმა
02 დეკემბერი 2022 08:07
0
სამართლიანობა დაკარგა ცივილიზებულმა მსოფლიომ...!?!...სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საქმიანობა მაგ ხალხს ვინც ეკრანებთან იჯდა და ეგ გოლი ჩათვალეს...!!! და ყველა იმ ხალხს ვინც თამაშის მსვლელობის დროსაც და დასრულების შემდეგაც ეგ მომენტი ნახეს და სიმართლე არ აღიარეს ან საერთოდ აღარ ნახეს სპეციალურად ეგ მომენტი სიმართლის დასადგენად...!!! ფიფა არის უსამართლო...!!! და ასეთი უსამართლობის ფონზე სრულიად შესაძლებელია მის ფიფას კორუპმირებულობაზეც იფიქრო ადამიანმა...ეს რა გოლი ჩათვალეს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.......!!!!!!!!!!!!!!!!! ბურთი მოედნის ხაზის გარეთ აშკარად ჩანს რომ არის გასული და მაინც გოლად ჩათვალეს ... მიმიფურთხებია სამსაჯო კომიტეტის და ფიფას და საფეხბურთო სამყაროს მიმართ ვინც ამ მომხდარ ფაქტზე ხმა არ ამოიღო გუშინ არ ამოიღებს ხმას დღესაც და ხვალაც...მიმიფურთხებია ამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც...!!! ამის მერე რომელ სამართლიანობაზე უნდა ესაუბრო ,, ცივილიზებულ დასავლეთს,,!?!
Simartle
02 დეკემბერი 2022 11:21
3
ფიფა რო ჩაძირულია კორუფციაში ამას ვანგა არ სჭირდება მეგობარო,ამის დასტური ყატარში რო მსოფლიოს ჩაატარებ ეგ არის,ამის შემდეგი მსოფლიო იქნება სრული მარაზმი,16 ჯგუფი 3 გუნდით,თუ გერმანიაზე წუხარ,არ დაუმსახურებიათ გასვლა ჯერ ერთი ვერ ითამაშეს და მეორე თავუსუფლად შეეძლოთ 6-7 ბურთით ამოეტენათ კოსტა-რიკა,თავიდანვე ზერელედ რო არ მისდგომოდნენ თამაშს, თან მსაჯმაც ზემოდან 10 წუთი დაუმატა,მაგათ ადგილზე ვაფშე კოსტა რიკას გავიყვანდი,მარა ეგეც ვერ მოიფიქრეს
ნიკო
02 დეკემბერი 2022 12:39
0
წაებილწათ ნემცებს ბაირამ დუდუკი.ეხლა აიფარონ პირზე ხელი ბერლინის აეროპორტში რო ჩავლენ,ემანდ არა დამართონ რა ქონაგებმა
ჯელა
02 დეკემბერი 2022 08:13
0
ვფიქრობ იაპონია ამ მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა იქნება. ყოჩაღ იაპონიის ეროვნულ ნაკრებს, ვუსურვებ მას სერიოზულ წარმატებას.
07
02 დეკემბერი 2022 15:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული