სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
"ფურია როხამ" უფრო ადვილი გზა ხომ არ აირჩია?

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!

ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.


იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.

პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.


ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

მკითხველის კომენტარები / 73 /
არ ვთვლი რომ ესპანეთმა შეგნებულად წააგო.
გასათვალიწინებელია ის რომ არ ქონდა ისეთ მოტივაცია როგორც იაპონიას.
დაისაჯა ვერ წარმოადგენდა რომ წააგებდენ, ფრით აპირებდენ გასვლას.
რაც შეეხება გერმანიას, აქ დიდი რეფორმაა ჩასატარებელი. იმ გერმანიიდან რითაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულძემატკივარი მოიპოვა აღარაფერი დარჩა, გერმანული მებრძოლი სული, განსაკუთრებული საფეხბურთო მანერა.
ზოგადად მსოფლიო ფეხბურთი იყოფოდა 2 ძირითად კლასად. ეს იყო ბრაზილიური და გერმანული ფეხბურთი.
ამჟამად გერმანულმა ფეხბურთმა სრული კრახი განიცადა. რაღაც უნდა შეცვალონ ალემანებმა, თუ არად მოგვიწევს იაპონიის, კორეის და კანადის თამაშების ყურება მომავალში :)
las
02 დეკემბერი 2022 09:47
2
კანტონა იძახდა ამ მსოფლიოს არ ვუყურებო და მართალი ყოფილა ისეთები ხდება იკვეთება სამეული ბრაზილია არგენტინა საფრანგეთი, ინგლისის ესპანეთის ნიდერლანდების ხორვატების მოგება არ გაიშვას დანარჩენების ხო საერთოდ
SN289
02 დეკემბერი 2022 10:55
0
ყველაფერში პოლიტიკა. კომენტარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გლობალისტები მაგრად მუშაობენ.
დათო
02 დეკემბერი 2022 10:00
1
ძაან შორს ხართ ყველანი სიმართლისგან!ოხ გერმანია შენი …..ამათ რო სალაპარაკო მიეცი!გაგეტანა ბოლო წუთებზე საკუთარ კარში 4 გოლი!გაგეხარებინა კოსტარიკა და გაგემწარებინა ამ უსამართლო და დაუნახავი ესპანეთის ფანები!დაჟე იაპონიის მეორე არარსებულ გოლს რომ არ ასაჩივრებენ და თვალს რომ ხუჭავენ ტფუი!!!გერმანიის ფანი ვარ ბავშვობიდან მაგრამ რელობას არ გავურბოდი არსოდეს და უსამართლობაზე თვალს არასოდეს ვხუჭავდი თუნდაც გერმანიის სასარგებლოდ დამთავრებულიყო მატჩი მაინც ვიტყოდი სათქმელს.და თქვენ ხართ ცინიკოსი დაუნახავები
ლუკაიე
02 დეკემბერი 2022 07:40
3
კომენტარებს გადავხედე, მოკლედ ფილოსოფოსობა ჩვენი საქმეა რა... დღეს ვნახე სურათი, სადაც ბურთი ეხება ხაზს... მორჩა და დამთავრდა... წესი წესია...
ზვიადი
02 დეკემბერი 2022 15:39
2
მიმიფურთხებია ისეთი ჩემპიონატისთვის სადაც უღირსად მოთამაშე ესპანეთი გავა, ღირსეული გერმანია ჯგუფში ჩარჩება და იაპონიას კი ფულის გამო ჯგუფიდან გაათრევენ
gio
02 დეკემბერი 2022 13:42
7
1. ძალით ჩატოვეს კორუმპირებულმა ფიფას ჩინოვნიკებმა გერმანია ჯგუფში და ესპანეთს მოუსუფთავეს გზა ნახევარფინალამდე. ტრიბუნებზე გადასულ ბურთს რომ გოლად ჩათვლი ამას სხვა ახსნა არ აქვს და წერტილი. ესეც თქვენი "ფეარ პლეი"
2. უღირსი გუნდი გამოდგა ესპანეთი , ძალით წააგეს.
3. ღირსეული გუნდი გამოდგა გერმანია, რომ ესპანეთისგან განსხვავებით ბოლომდე ღირსეულად ითამაშა და არ იკადრა უკადრებელი- ძალით წაგება (ესპანეთივით) და უღირსი ესპანეთის ჯგუფში ჩატოვება.

და ზოგადად უკვე გულის მარევია ეს ყველაფერი
ღირსება დაკარგული და ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი ფიფა და უღირსი ესპანეთი.

ერთადერთ თამაშს შევხედავ აწი ამ მსოფლიოზე: მაროკო -ესპანეთს.
gio
02 დეკემბერი 2022 13:26
1
ნეტავ მათეუსი ან კლინსმანი რას ფიქრობენ როდესაც გერმანიის ნაკრების წამყვან პოზიციებზე "ჯამალას" და "სერჟიკას" ხედავენ
გიუშა
06 დეკემბერი 2022 22:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული