ესპანეთი ცბიერი აღმოჩნდა - რამ მიიყვანა გერმანია აქამდე და რატომ ტოვებს VAR-ი შეკითხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ყველაზე დიდ დრამასთან ახლოს ვიყავით, როცა კატარიდან გამგზავრებასთან ახლოს ესპანეთი და გერმანია ერთად დადგნენ, საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, "ბუნდესნაკრებმა" ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა.

მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო წლებში კარგ ფორმაშია. ამ გუნდიდან ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, მათი მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკიც ქვეყნის მთავარ გუნდში მივიდა, თუმცა გერმანელები, რომლებიც 2014 წელს ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, ჯგუფში მეორედ ჩარჩნენ.

Sportall.Ge

სანამ ესპანეთთან თამაშს შევეხებით, რომლებიც იაპონიასთან დამარცხდნენ და ფინალამდე უკეთესი გზა ექნებათ, გერმანელებმა საკუთარ თავში ბევრი
რამ უნდა ეძებონ. მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთს განსხვავებული სტილის, ხელწერისა და ხასიათის გუნდები ხვდებოდნენ. გერმანიის ნაკრებმა თითქოს მტკიცე ნებისყოფა და ინდივიდუალურობა დაკარგა. არადა, საწყენია, იტალიის შემდეგ ისინიც რომ აღარ იქნებიან - ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი. არადა, გერმანელების ესპანეთთან დაპირისპირება საინტერესო იყო, კლასიც ჩანდა და შემართებაც. ეს თამაში თითქოს, გარდამტეხი უნდა გამომდგარიყო ფლიკის გუნდისთვის, თუმცა ისინი ადრე ასრულებენ. ჯამალ მუსიალას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო, 19 წლის ფეხბურთელი დიდი მომავლითაა, ახლა კი უკან ბრუნდება.

მენტალობა მენტალობად და ბუნდესგუნდში ნამდვილად აღარაა ის შემადგენლობა, რომელიც თუნდაც უახლოეს წარსულში გვახსოვს. მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს შემდეგ, მაღალი დონის ფორვარდს ვერ ვაწყდებით. ნახევარდაცვა განვიხილოთ - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი... ზოგადად, ფეხბურთის ფიგურების კრიზისი ძლიერდება, გერმანიის ნაკრებში კი ეს უფრო მეტად გამოჩნდა.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრები კი საკმაოდ ცბიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შედგენიდანვე ეს თემა აქტუალური იყო, რომ ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, მათი და ბრაზილიის გზები საკმაოდ ადრე (მეოთხედფინალში) უნდა გადაკვეთილიყო, მათ შორის საუკეთესო კი არგენტინელებზე გადიოდა. ამას ცუდ ფორმაში მყოფი, თუმცა რთულად დასამარცხებელი ხორვატიაც დაემატა და თითქოს, "ფურია როხამ" თავს უშველა - მაროკო, პორტუგალია, საფრანგეთი ან ინგლისი - სავარაუდო გზა ასეთი აირჩია. ხომ არ დაისჯება ლუის ენრიკეს გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო, ამას ვნახავთ.

გერმანელებმა იგრძნეს, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა რთულდებოდა და ჰქონდათ შანსი, ესპანელები თან გაეყოლებინათ, თუმცა ისინი მაინც იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში გათანაბრდებოდა, ანაც ბოლომდე "პატიოსნად" ითამაშეს. არადა, ისტორიას გერმანელთა მსგავსი შემთხვევები უფრო ახსოვს, როგორსაც ახლა ესპანელებს მიაწერენ - 1976, 1982 თუ 1986 წლებში. მათი ავსტრიასთან დაპირისპირება გარიგებულთა კატეგორიაში შეჰყავთ.

ესპანეთის ნაკრები გასაგებია, თუმცა იაპონელებს გოლი ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს. VAR-ის სისტემამ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება აგვარიდა, თუმცა არის საეჭვო ეპიზოდები და ეს არაერთია, როცა მეტად დარწმუნება გვჭირდება, თუმცა ამას ისე არ გვთავაზობენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ან რასაც ვხედავთ, ძალიან ბუნდოვანია. ვიდეოგამეორების სისტემამ ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას, მისი მთავარი არსი სწორედ ესაა.

მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ერთი მერვედფინალური წყვილი ისეთია (იაპონია - ხორვატია) მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს საქმე უნდა გაუადვილოს, თუმცა რამდენად ლოგიკურად დასრულდება მერვედფინალები, საკითხავი ჯერ ეს არის. პლეი-ოფი 3 დეკემბრიდან დაიწყება.

altსასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

alt"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

მკითხველის კომენტარები / 34 /
არ დამცინოთ და ჯამალ მუსიალა რომელ ნაკრებშია?
ადამიანი
02 დეკემბერი 2022 18:14
1
დაგცინებთ, იმიტომ რომ ირონია იგრძნობა და რასიზმი. ახლა სხვანაირად გკითხავთ, თუ იცით ნავალოვსკი, ძმები ბოისები, შკინინი, ოქსანა კალაშნიკოვა რომელ ნაკრებში იყვნენ?
თორნიკე
03 დეკემბერი 2022 00:52
2
არავინ არ ლაპარაკობს წაგების ნამდვილ მიზეზზე, ზოგი ესპანეთს აბრალებს, ზოგი ვარს,რეალურად წაგების მიზეზი კი არის თამაშზე კონცენტრაციის დაკარგვა და სხვა თემებზე ფიქრი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდის კაპიტანი იმით არის დაკავებული ცისარტყელას სამკლავური გაიკეთოს თუ არა ასეთი შედეგიც არ არის გასაკვირი, ვინმეს მოგეწონათ ნოიერის თამაში? ეს არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ეხლა დგანან და ესპანეთს ლანძღავენ, ესპანეთმა გააკეთა ის,რაც უნდა გაეკეთებინა, აირჩია თავისთვის შედარებით იოლი გზა ნახევარფინალამდე, ვნახოთ რა მოხდება. ნოიერს კიდევ არავინ არ უშლის ეხლა გინდა ლოგინშიც გაიკეთოს ეგ სამკლავური
მამუკა
02 დეკემბერი 2022 18:03
1
გუნდს რამეზე პრეტენზია თუ გაქვს (გერმანიას ვგულისხმობ) სხვის თამაშზე არ უნდა იყო დამოკიდებული და ამ ლოგიკით არც ესპანეთი იმსახურებდა გასვლას!!!
პ.ს. მე პირადად არ ვფიქრობ გერმანია რომ სუსტია, ბრაზილია და საფრანგეთის გარდა არავისზე ცუდი გუნდი არ იყო ამ მსოფლიოზე.
იმედია მაროკო ესპანეთს გააფუჭებს!!!
ზურა
02 დეკემბერი 2022 17:59
1
ესპანეთი საერთოდ რა შუაშია? 2-0-ს აგებდნენ და ძლივს მოერივნენ თავს, რომ არ წაეგოთ. აღარაფერს ვამბობ დიდი ანგარიშით მოგებაზე. გუნდს მოგებაზე დაგეშილის არაფერი ეტყობოდა, თორემ პირველივე თამაშში დაამტკიცებდა მაგას. აღარ ჰყავს გერმანიას ლამის, ჰუმელსის, შვაინშტაიგერის კლოზეს და ძველი მიულერის მსგავსი მოთამაშეები. თუ რამე რესურსი აქვთ, საკუთარ კედლებში ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება
:)))))))))))
02 დეკემბერი 2022 16:21
2
გერმანიის სიძლიერე გერმანულ მენტალიტეტშია!!! პირველ თამაშზე გერმანელს გვარად მიულერს როცა თურქმა გიუნდოგანმა ბურთი გამოართვა და თვითონ დაარტყა პენალტი მანდ მივხდი რომ ამ გერმანიისგან არაფერი გამოვიდოდა!!!
დათო
02 დეკემბერი 2022 15:55
5
ძალიან კარგადაც გაუკეთებია. ჩოკინა მიულერს რა უნდა საერთოდ ნაკრებში. და ეგ მიულერი არ არის საერთოდ ჯანსაღი მენტალიტეტის. ეგ არის დეგენერატი. გუდიონგანიც არაა შენი სტერეოტიპული თურქი ძალიან კარგი პიროვნებაა სინამდვილეში ნამდვილი ჯანსაღი გერმანულ მენტალიტეტი ეს არის ფლიკი კიმიხი ფულკრუგი და კიდევ რამდენიმე , ესენი იმსახურებენ პატივისცემას. მიულერი შვაინშტაიგერი კროოსი როისი იოზილები და ამისთანები იყვნენ ნაბიჭ***ბის ეპოქა მაგათი საქციელები თუ გახსოვთ
Najaxi
02 დეკემბერი 2022 21:20
1
ხასიათი ხასიათად მაგრამ აბა შეადარეთ ეს შემადგენლობა იმ ძველ ნაკრებებს. ყველაზე ძლიერად რომ თინეიჯერი მუსიალა ჩანს (მართლა უნიჭიერესი, მაგრამ მაინც) რაზეა საერთოდ საუბარი.
,,,
02 დეკემბერი 2022 17:04
0
დღეს ბრაზილიამ უნდა წააგოს ან ფრე გააგოროს კამერუნთან და პორტუგალიამ კორეასთან. და აღშფოთებული გოიმების კომენტარები გაყიდესო თამაში ბრაზილიამ ან პორტუგალიამ
Mdaa.
02 დეკემბერი 2022 15:22
0
გთხოვთ გამოაქვეყნოთ კომენტარი.
სტატიის ავტორთან მექნება შეკითხვა, რა გააკეთა ესპანეთის მსგავსი გერმანიამ მსოფლიოზე 1986 წელს ან ევრო 1976-ზე, რომელიც მხოლოდ პლეი-ოფებიდან შედგებოდა ფაქტიურად?
1982 წლის მსოფლიოზეც მოიგო თავისი მატჩი 1:0 და არა წააგო თავისზე სუსტ ნაკრებთან, 2:0 რომ მოეგო მაინც ეს გერმანია და ავსტრია გადიოდნენ.
თუმცა კი არარ რისკავდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.

ქომაგი
02 დეკემბერი 2022 14:53
2
ესპანეთი რა შუაშია ვერ გეტყვით, მაგრამ 1982-ის გერმანია და ავსტრია ნანახი მაქვს და ჩემთვის ეს იყო ძალიან უნიჭო მსახიობებით შესრულებული 1:0-ზე თამაში.
ვისაც ეს თამაში ნანახი აქვს და ახსოვს ყველასათვის მიუღებელი თამაში იყო, რათქმაუნდა ნეიტრალურ გულშემატკივრებს ვგულისხმობ.
ოთარი
02 დეკემბერი 2022 19:43
0
რატო მბლოკავთ? იმიტომ, რომ თქვენი უცოდინარი ავტორი არ გასაჯაროვდეს? ოკ სტატიას და ჩემ კომენტარებს გავაფეისბუკებ.
babu
02 დეკემბერი 2022 14:18
1
კორუფციამ და განუკითხაობამ შეჭამა ევროპა და მთლიანად მსოფლიო, ყველაზე ბანძი მსოფლიო ჩემპიონატია. წინა ჩემპიონატი პუტინმა იყიდა ეს ყატარმა, ფიფა და უეფა სავაჭრო ქარვასლადაა გადაქცეული, საინტერესოა მომდევნო ჩემპიონატი როგორი იქნება, თუ საერთოდ ჩატარდა. ღირსება და პატიოსნება ფეხქვეშაა გათელილი. რას გავდა ესპანეთის საქციელი, თავმოყვარეობა პრაგმატულობამ ჩაანაცვლა, ბრაზილიის შეეშინდათ. თუ გეშინია და ქვეში ი**ავ რას გამოდიხარ საერთოდ, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აღარ არსებობს უკვე. ნეტავ სადამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს გაუკუღმართებული მორალი საინტერესოა...
ელგუჯა
02 დეკემბერი 2022 13:49
2
კაცი ბჭობდაო ღმერთი იცინოდაო ). ბოლოს ნახავთ
Diego
02 დეკემბერი 2022 13:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული