მან "ალბისელესტეს" პლეი-ოფში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოლონეთს გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
მაკალისტერს კატარში ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი, მეგობარი გოგონა კამილა ახლავს თან.
კამილა 1999 წლის 14 აპრილს დაიბადა და ის ფეხბურთელზე 4 თვით უმცროსია. წყვილმა შეხვედრა და ურთიერთობა 2018 წლიდან დაიწყო.
2019 წლიდან მოყოლებული,, წყვილი ბრაიტონში ცხოვრობს. საინტერესოა, რა საქმიანობითაა დაკავებული კამილა უზარმაზარი ბუენოს-აირესიდან ინგლისის პატარა ქალაქში
ის პირადი სტილისტი გახლავთ. ასევე აქტიურია სოციალურ ქსელებში. კამილა ბრაიტონში თავისი შეყვარებულის მატჩებს მუდმივად ესწრება.