ფიფას დასკვნა: იაპონელთა გოლი იყო ნაღდი და უტყუარი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელებთან იაპონელთა მიერ გატანილმა მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - გარემარბმა კაორუ მიტომამ პასი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბურთმა პირითი ხაზი დატოვა თუ არა?

ზოგიერთი რაკურსიდან მოჩანდა, რომ ბურთმა მოედანი სრულად დატოვა, თუმცა VAR-ის სისტემამ გადაწყვეტილება იაპონელთა სასარგებლოდ მიიღო. ამასთან დაკავშირებით ფიფამ რეაგირება მოახდინა.

Sportall.Ge

"VAR-მა შეამოწმა მეორე გოლი. ვიდეოარბიტრებმა კარის ხაზის კამერის გამოსახულება გამოიყენეს, რათა ენახათ, დარჩა თუ არა ბურთი ნაწილობრივ ხაზზე.

სხვა კამერებმა შეიძლება არასწორი გამოსახულება აჩვენონ, მაგრამ მოცემული მონაცემებით, ბურთს მოე
დანი არ დაუტოვებია", - იტყობინება ფიფა და გრაფიკულ გამოსახულებასაც გვთავაზობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოლომდე გადაკვეთილი ქონდა საერთოდ გაცდენილი იყო ხაზს ერთ ვიდეო გამეორებაში აშკარად ჩანს. ეს სურათები როგორიც აწყობდათ სანამ გადაკვეთავდა მანამდე არის ამოჭრილი. ციხეს და კატარღას იმსახურებენ ისეთ რაღაცეებს აკეთებენ ეს მძორები ესენი. სახალხო სპორტული ღონისძიება თავიანთ საჩათლახარ სამაქანიცაო ბიზნესად გაიხადეს
Vampiri
23:06 02-12-2022
4
მე ვნახე ვიდეო სადაც ბურთს და ხაზს შორის მწვანე ბალახი გამოჩდა.
G.LA
01:10 03-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული