ბრაზილია კამერუნთან დუბლებით დამარცხდა, შვეიცარია ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა - დღეს "ნამდვილი ჩემპიონატი" იწყება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფში ბრაზილიამ პირველი, შვეიცარიამ კი მეორე ადგილი დაიკავა.

ვინაიდან და რადგანაც ბრაზილიამ წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, მწვრთნელმა ტიტემ კამერუნთან სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მისი გუნდი 0:1 დამარცხდა. ამით შეწყდა მუნდიალების ჯგუფურ ეტაპებზე მათი წაუგებელი სარეკორდო 17-მატჩიანი სერია - ბოლოს 1998 წელს ნორვეგიამ 2:1 მოუგო.

შეუცვლელად ითამაშა მცველმა დანი ალვეშმა, რომელიც „პენტაკამპეონელთა“ რიგებში მუნდიალებზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 39 წლის და 210 დღის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებული თავდამსხმელი ნეიმარი დიდი ალბათობით გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ დაეხმარება
თავის გუნდს, თუმცა მეოთხედფინალში თამაშს შეძლებს - თუ გავიდნენ.


შვეიცარიამ კი მართლაც დაძაბულ შეხვედრაში სერბეთი 3:2 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ეს გუნდი პლეი-ოფში ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხჯერ გავიდა.


მოკლედ, ამით ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ყველა მერვედფინალური წყვილი გაირკვა და როგორც იტყვიან, "ნამდვილი ჩემპიონატი" ახლა იწყება.

ლუსაილი. "აიკონიკი". 85 986 მაყურებელი
კამერუნი - ბრაზილია 1:0
გოლი: აბუბაკარი (90+3)
გაძევება: აბუბაკარი (90+4)

დოჰა. "სტადიუმ 974". 41 378 მაყურებელი
სერბეთი - შვეიცარია 2:3
გოლები: 0:1 შაკირი (20), 1:1 მიტროვიჩი (26), 2:1 ვლაჰოვიჩი (35), 2:2 ემბოლო (44), 2:3 ფროილერი (48)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბოლო თამაშები წააგეს საფრანგეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, ბრაზილიამ, რომელთაც განაღდებული ჰქონდათ გასვლა, კი არის მომენტი, რომ ძალები დაზოგეს, მაგრამ ბოლოსკენ ბრაზილიელმა 5 მეტრიდან რო კოსმოსში გაუშვა ბურთი ეგ რა იყო?
მინდია
03 დეკემბერი 2022 11:05
0
იმედია კორეა გამოაგდებს ამ ტაკი-მასხარებს!))
გიორგი IV
03 დეკემბერი 2022 10:50
8
ფეხბურთი ისეთი რაციონალური გახდა,რომ ბრაზილიამ და საფრანგეთმაც კი,ძალების ეკონომიის მიზნით,მეორე შემადგენლობები დააყენეს და თამაშები წააგეს.ეს აღარ მომწონს, თორემ ნამდვილი ფეხბურთი წინაა.ყველა ჯგუფში ფავორიტებმა,ქულები დაკარგეს,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ჩემპიონატში ძალიან ბევრი გუნდი თამაშობს და ლიდერებს საშუალება აქვთ,მომავალი მეტოქის ასარჩევად,სატურნირო ცხრილში,ადგილების დაკავებისას,მანიპულაციებს მიმართონ.ზოგიერთი ფავორიტი,ამაზე დაიწვა კიდეც,მაგრამ მთლიანობაში ეს ასეა და ალბათ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობის ასე გაზრდა,შეცდომა იყო.პლეი ოფები იწყება,სადაც თუ რამე შეგიძლია,უნდა გადმოალაგო,ვეღარაფერს დამალავ.ასე რომ, საუკეთესო წინ გველოდება და ყურებს ნუ ჩამოვყრით.ძველი ვარსკვლავებიც გაიბრწყინებენ და ახლებიც აკაშკაშდებიან.ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.
სოსო
03 დეკემბერი 2022 10:45
3
უმაგრესი ჩემპიონატია.არაპროგნოზირებადი მაგრამ უმაგრესი.ეგეთი არასდროს ყოფილა.
დავით 67
03 დეკემბერი 2022 09:21
9
ვისაც არ მოგწონთ ეს მსოფლიო ჩემპიონატი უყურეთ თურქულ სერიალებს და ტოტალიზატორის თამაშსშეეშვით...
უცნობი
03 დეკემბერი 2022 09:10
5
ნუ გაატრაკეთ საქმე...არგჯერა???გადართე და უყურე სერიალებს და კიდევ ტოტალიზატორში რომ აგებთ იმიტომ არგჯერათ.თორე კორეიის თავგანწირულ თამაშში ან მაროკოს ან ავსტრალიის დარამდენი რაა ფასაკვირი.კლასი და დონე კარგია მაგრამ მონდომებაც მთავარია....
ლადო
03 დეკემბერი 2022 08:59
5
წყვილების შემხედვარე ნამდვილი მსოფლიო მეოთხედფინალიდან იწყება და არა ეხლა. თუმცა აღარ მჯერა რომ ნამდვილია, უფრო შოუს გავს, ვიდრე სინამდვილეს!
***
03 დეკემბერი 2022 04:21
9
ჯიჯი ბუფონმა თქვა კამერუნს ვგულშემატკივრობო ამ მსოფლიოს დაწყების წინ
Gigi
03 დეკემბერი 2022 02:03
0
აღშფოთებული ჰარიფების რეაქციები სად არი
Niangi
03 დეკემბერი 2022 01:59
1
შეენც ბრუტუს ბრაზილიუს!?
არადა დავწერე აბა ნახეთ ბრაზილიათქო და მეორეთი ითამაშეს საერთოდ.
ვერ მესმის ეს ფეხბურთელები ლიგაზე და ჩემპიონატზე რომ თამაშობენ კვირაში ორჯერ რა ვითო?
G.LA
03 დეკემბერი 2022 01:17
4
ჩემს მახსოვრობას არ ვენდე და ახლა შევამოწმე. 1994 წელს მხოლოდ 4 ნაკრები იყო ვინც ჯგუფში არ წააგეს და იქიდან მოყოლებული ყველა ჩემოინატებზე თითქმის ყველა ჯგუფში იყვნენ წაუგებელი ნაკრენენი, ზოგ შემთხვევაში 2 წაუგებელი ნაკრებიც ჯგუფში. ნახეთ ძალიან ადვილი სანახავია თუ მახსოვრობა არ გაქვთ. ესეთი მე არ მაგონდება და არც ყოფილა არცერთ ჩემპიონატზე.
G.LA
03 დეკემბერი 2022 14:13
1
იმიტომ ვერ გესმის რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია უმნიშვნელოვანესია და უკიდურესად ფრთხილად ინახავენ ძალებს. ეგ ლიგა და პრემიერ ლიგა სემიჩკაა ამასთან შედარებით ეს მსოფლიოა და იმიტომ
Bidzi
03 დეკემბერი 2022 01:58
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული