მატჩის დამატებულ დროში განელთა მცველმა ალიდუ სეიდუმ ედინსონ კავანი წააქცია, თუმცა შეხვედრის გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმა პენალტი არ დანიშნა, მომენტი VAR-ის საშუალებითაც გადამოწმდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
მატჩის შემდეგ BBC-ის ექსპერტებმა ალან შირერმა და რიო ფერდინანდმა ისაუბრეს, მათი აზრით ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.
"ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანია, სეიდუმ კავანის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია" - აღნიშნა შირერმა.
"ამ მომენტში
საკამათო ეპიზოდის შესახებ კომენტარი "პარი სენ ჟერმენისა" და "ტოტენჰემის ყოფილმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს თერთმეტმეტრიანია, ფორვარდმა ჭკვიანურად იმოქმედა, როდესაც დაელოდა, თუ როდის დაარღვევდა წესებს მის წინააღმდეგ მეტოქე.
შეგახსენებთ, H ჯგუფიდან მერვედფინალში პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები გავიდნენ.
ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]