არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ ავსტრალია 2:1 დაამარცხა.

მოლოდინისამებრ ინიციატივას „ალბისელესტე“ ფლობდა, პირველ ტაიმში სწრაფად არ უტევდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, თამაში მთლად ლამაზი სანახავი არ იყო და მესიმ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი - მუნდიალებზე ოცდამესამე მატჩში მეცხრედ, პლეი-ოფში კი პირველად გაიტანა.

მეორე ტაიმი უფრო თვალსასეირო გამოვიდა: ვერცხლისქვეყნელები მშვიდად ელოდნენ მეტოქის შეცდომას და 57-ე წუთზე მეკარე რაიანმა დე პაულის აქტიურობის შედეგად ეს შეცდომა დაუშვა კიდეც, რითაც ალვარესმა ისარგებლა და გაიტანა. მწვანე კონტიტენტის წარმომადგენლები გოლის გამტანები არ ჩანდნენ, მაგრამ შორიდან გუდვინის დარტყმული ბურთი
ფერნანდესს მოხვდა და რიკოშეტით ე. მარტინესის კარში აღმოჩნდა. მერე ბეჰიჩმა სლალომით შეირბინა არგენტინელთა საჯარიმოში და ბოლო მომენტში მცველმა ლ. მარტინესმა დაუბლოკა დარტყმა. შეხვედრის დასასრულს სამხრეთამერიკელებმა რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან და კინაღამ დაისაჯნენ - ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ახლო მანძილიდან კოულს მეკარემ არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.

9 დეკემბერს არგენტინა მეოთხდფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

- არგენტინა ბოლო ხუთი მუნდიალიდან მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში.
- მესიმ კარიერაში მეათასე მატჩი ჩაატარა (778 ბარსელონაში, 53 პსჟ-ში, 169 ნაკრებში - 789 გოლი და 338 საგოლე გადაცემა).

ალ რაიანი. "ახმად ბინ ალი". 45 032 მაყურებელი
არგენტინა - ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 მესი (39), 2:0 ალვარესი (57), 1:2 ფერნანდესი (77, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლაუტარომ ნიდერლანდებთანაც ასე თუ გაანიავა მესის საგოლე გადაცემები, ლიონელმა კარის ხარიხაზევე უნდა ჩამოახრჩოს თამაშის მერე.
ირაკლი
04 დეკემბერი 2022 15:29
1
არგენტინა არის 11 ტექნიკური ფეხბურთელი, რომელთაც არავითარი ტაქტიკური მომზადება არ ჩაუტარეს, ერთად არ ავარჯიშეს, უბრალოდ შეკრიბეს და მწვრთნელი მაისურებს ურიგებს. მაგათ ჩვეულებრივი, ნორმალური, არავარსკვლავი ტრენერი მაინც რომ ყავდეთ უეჭველი მსოფლიო ჩემპიონები გახდებოდნენ.
კაირა
04 დეკემბერი 2022 11:40
5
იმედია მომავალ მსოფლიოზე ლგბტ დროშიანი სამკლაურები ყველა ნაკრებს ექნებათ.იმედია კი არა ზუსტად ვიცი რომ ექნებათ და ჩვენი სასომხეთის ნაკრებიც დაამშვენებს მსოფლიო ჩემპიონატს.
Აბა როგორ მოუხდებოდა მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი ბარსაგიანი.მსოფლიო დონის ვარსკვლავი.მომავალი ჩვენია!!!!
G.LA
04 დეკემბერი 2022 11:05
6
ეს მსოფლიოა და ყველაფერი მოსალოდნელია..ბრაზილია ფავორიტად ცნო ყველამ..მაგრამ თავად ნახეთ..ვფიქრობ მესი ამ ასაკშიც მსოფლიოზე ყველაზე მაგარ ფეხბურთს თამაშობს...
კიეზა
04 დეკემბერი 2022 10:22
2
ბოლოს როგორ გადარჩნენ ეს საცოდავები! 9 დეკემბერს დამთავრდება მათი ანტიფეხბურთი ნიდერლანდებთან! არადა მთელი საქართველო ქომაგობს არგენტინას მესის გამო. რა ქნას ერთმა კაცმა, მითუმეტეს გვერდით ლაუტარო რომ გეყოლება
დავით 67
04 დეკემბერი 2022 02:52
17
ავადმყოფ ხალხს არაფერი გეშველებათ.სად წაიკითხე რომ ანტი მესისტი ვარ? პირიქით ერთი კაცი ცოდოა თქო ასეთი გუნდის ხელში. მოდი რა ძმურად კითხვას მაინც გასწავლი სწორად, რადგან ფეხბურთის აზრზე არ ხარ. ანდა
ქართული ენის კურსებზე იარე და თანხას მე გადავიხდი
დავით 67
04 დეკემბერი 2022 13:18
1
ამხანაგ.ანტი მესისტს, ჩვენი პარტიული სალამი!
საცოდავ ,დავით 67-ს
04 დეკემბერი 2022 10:42
6
ყველა გამოხმაურება

Argentina chempioni a!!!
Gia
04 დეკემბერი 2022 01:13
17
ავსტრალიას კი სძლია მაგრამ საჩემპიონო თამაში არ უნახებია,ჰოლანდიამ უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, თან მეტოქეც შედარებით ძლიერი იყო ვიდრე ავსტრალიაა. ვნახოთ, ვნახოთ
მამუკა
04 დეკემბერი 2022 01:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული