პატრიოტი კიმი - "ნაპოლის" ფეხბურთელი მზადაა, ტრავმის გართულების საშიშროების მიუხედავად, ნაკრებს დაეხმაროს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და სამხრეთ კორეის ნაკრების მცველმა კიმ მინ ჟაემ, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს, განასთან დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვა.

26 წლის ფეხბურთელის თამაში ბრაზილიასთან მერვედფინალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ტრავმა კიდევ აწუხებს.

ამის მიუხედავად, ჟაე ამბობს, რომ ყველაფერს გაიღებს, რათა მოედანზე გავიდეს, თუნდაც ამ ყველაფერმა ტრავმის გართულება გამოიწვიოს. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეისა და ბრაზილიის დაპირისპირება ხვალ, 5 დეკემბერს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
სიამოვნებით დაგიჭერდი მხარს, ამ თავგანწირვის გამო, ბრაზილიას, რომ არ ვგულშემატკივრობდე.
შოთა
05 დეკემბერი 2022 14:04
0
კარგი კაცი ხარ, თავს გაუფრთხილდი.
რატი
05 დეკემბერი 2022 00:47
0
ჯიგარი ბიჭი და ფეხბურთელია კიმი.გამოჯანმრთელება მას და დიდი სპორტული წარმატებები!
მერაბი
04 დეკემბერი 2022 23:44
0
როგორ გეტყობათ კომენტარებზე, პატრიოტიზმის ნაკლებობა ჩემო ქართველებო
ავჭალიდან
04 დეკემბერი 2022 18:42
3
შენამდე სულ 3 კომენტარი იყო და აქედან ერთი გაეღადავა. რა ჭკუას ასწავლი ქართველობას ჰა? ეგ იგივეა, მეც რომ ვთქვა შენი შემხედვარე - ავჭალაში ყველა ტყემალზე ზის და ბლის კურკებს ყრის თქო
ivan
04 დეკემბერი 2022 22:07
2
წადი შვილო შენს ნაპოლის მიხედე, კორეას ბრაზილიასთან ხუთი შენნაირი ვერ უშველის.
მალხაზ ჯობავა
04 დეკემბერი 2022 17:39
16
Napoli misia da nakrebi araa???tan msoplio chempionatze???
L.J .
04 დეკემბერი 2022 18:12
0
ღუპავს ნაპოლს :))
beqa
04 დეკემბერი 2022 15:20
5

სიახლეები პოპულარული