ო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა.

ბრაზილია ზედიზედ მერვედ გავიდა მეოთხედფინალში

ბრაზილია, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნეიმარი დაუბრუნდა, დებიუტში ვინისიუსის გოლით დაწინაურდა. შემდეგ რიშარლისონის მოპოვებული პენალტი ნეიმარმა ორიგინალურად გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. კორეამ შეტევით უპასუხა და ხვან ხი ჩხანის ცხრიანში დარტყმული ბურთი მეკარე ალისონმა მოიგერია. 29-ე წუთზე კი რიშარლისონმა ისეთი საოცარი გოლი გაიტანა, რომ სტაჟიან გულშემატკივრებს ძველი, დიადი ბრაზილიის ნაკრები მოაგონა. ამით როდი დაკმაყოფილდნენ - პაკეტამაც დაამწუხრა აზიელები და წაუცეკვა.

ვერაფერს იტყვი, თამაშიც იციან და თამაშაც

მეორე ტაიმის დასაწყისში სონ
ხინ მინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ალისონი. მერე რაფინიას ორჯერ გოლკიპერმა არ გაატანინა. „პენტაკამპეონები“ უკვე დიდი ძალისხმევის გარეშე ირჯებოდნენ, ნება-ნება აგორებდნენ ბურთს, ხოლო კორეელები ძალიან ცდილობდნენ პრესტიჟის გოლის გატანას და თავისი გუნდი ისევ იხსნა ალისონმა, მაგრამ ვერ იხსნა, როდესაც შეცვლაზე შესულმა პაიკ სინ ხომ შორიდან ტიაგო სილვასგან რიკოშეტით დალაშქრა მისი კარი.

- ნეიმარმა ნაკრებში 76-ე გოლი გაიტანა - ბრაზილიის ისტორიაში მხოლოდ 1 გოლით მეტი პელეს აქვს გატანილი. ნეიმ სამ მუნდიალზე გაიტანა.
- ტიაგო სილვამ საგოლე პასი 38 წლისა და 74 დღის ასაკში გააკეთა, რაც ტურნირის რეკორდია.
- ბრაზილიამ ერთ ტაიმში 4 გოლი 1954 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.
- ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ მუნდიალზე უკვე ოცდაექვსივე ფეხბურთელი ათამაშა.

9 დეკემბერს, მეოთხედფინალში, ბრაზილია ხორვატიას შეხვდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 43 847 მაყურებელი
ბრაზილია - სამხრეთი კორეა 4:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ნეიმარი (13, პენ), 3:0 რიშარლისონი (29), 4:0 პაკეტა (36), 4:1 პაიკ სინ ხო (76)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე ამ ფეხბურთის დროს მაინც, რომ არ დაეტაკოთ ერთმანეთს ეს ქოცები და ნაცები არ შეიძლება?! უკვე ეს ერთმანეთის სიძულვილი და ღვარძლი, რომ ავამდყოფობაში გადაგეზარდათ და ასე საკუთარ ქვეყანას და თავსაც, რომ უდიდეს ზიანს აყენებთ, დავიჯერო ვერადა ვერ ხვდებით?!
დავითი
06 დეკემბერი 2022 11:15
1
არ ეტაკებიან უბრალოდ ასე აჩვენებენ ხსლხს, სინამდვილეში ორივე მხარე დიდ ფულს აკეთებს ამ გინება გინებაში, ხალხს მინიმალურიც კი არაფერი
ზაზა
06 დეკემბერი 2022 12:00
1
დათოს

ეგენი ჯერ ნაცები იყვნენ ახლა ქოცები გახდნენ, მერე ისევ ნაცები ან ნაცქოცუნები გახდებიან და ასე ერთობიან (მუშაბენ)
G.LA
06 დეკემბერი 2022 19:34
0
სიამოვნება იყო.
ანდრი
06 დეკემბერი 2022 01:58
1
ავად შენ ხარ დავით 67, შე ნაციონალო და ბაბუცა პატარაიას ფანო. მეცოდები უყურე ტვ სეზონს რამე, რომ გაიგო შე ლიბერალური სექტის წევრო!!!!
ნიკოლოზ მჟავანაძე
06 დეკემბერი 2022 03:06
19
სისულელის წერას მოეშვი და არავინ შეგამკობს შე მსოფლიოში საუკეთესო...
გულშემატკივარი
06 დეკემბერი 2022 10:24
2
ბატონო ნიკოლოზ, მეც ოცნების გულმხურვალე თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ახლა ნამეტანი მოგდით.
ასეთი კომენტარებით მხოლოდ სახელს უფუჭებთ თქვენს მარჩენალს
მჟავანაძეს
06 დეკემბერი 2022 09:30
2
ბრაზილიის ნაკრები რატომღაც მაგონებს ჩვენს პრემიერ ბატონირაკლი ღარიბაშვილს და ჩვენს მთავრობას, ბრაზილიის ნაკრები საუკეთესოა მსოფლიოში ჩვენი პრემიერი პოლიტიკაში.სტალინივით კიდე ერთი დიდი ქართველი
ნიკოლოზ მჟავანაძე
06 დეკემბერი 2022 02:23
43
ავად ხარ?
დავით 67
06 დეკემბერი 2022 02:33
4
ბრაზილიის და ქოცების ნაკრები უნდა დავატაკოთ! :DDDD
kaxa
06 დეკემბერი 2022 10:13
4
ერთი რომელიმე ევროპულმა გუნდმა ან თუნდაც არგენტინამ გამოაგდოს ეს მოცეკვავე ტაკიმასხარები:))
sambaa
06 დეკემბერი 2022 01:34
32
სწორედ ასეთი ანგარიშით გაანადგურებს არგენტინას,მაგრამ ნიდერლანდებთან მოუწევს თამაში ბრაზილიას!
დავით 67
06 დეკემბერი 2022 02:36
11
სად არის ერთი საფეხბურთო ექსპერტი..რიჩარლისონზე რომ ბრძანა ბურთს ვერ იმორჩილებს .საშინელებაო..ტიპმა 2 ბურთი მინიშედევრი გაიტანა..კორეა ვერ გამოდგება საზომად.მაგრამ ძალიან მაგარი ნაკრებია..საფრანგეთი და მბაპე..არგენტინა და მესი..
კიეზა
06 დეკემბერი 2022 11:13
1
არ გავს საქართველოს ნაკრებს-ო, დაწერა ვიღაცამ. არ გავს ძმაო ახლა არა. მარა ისე რომ იცოდე, ადრე ჩვენ საბჭოთა ბრაზილიელებს გვეძახდნენ. შენი როგორიც არის, ისეთი უნდა გიყვარდეს. მე მჯერა, რომ ისევ მოვა დრო, როცა ქართველი თავის სიტყვას იტყვის. ისე, ბრაზილიის მოსახლეობა 200 მილიონია, ჩვენ...
დიდება საქართველოს!
ლევანი
06 დეკემბერი 2022 12:45
1
ეჰ ბრაზილია ბრაზილია…საოცარი ტექნიკა,
თამაში გაკვეთილით-“მიდი ისწავლე ფეხბურთი“
წარმოვიდგინე საქართველო -ბრაზილია..5 ცვიჩა, 5 ჩაკვე, და იქნებოდა დუელი…
ვიცი რო სხვა გალაკტიკაა, მაგრამ მაინც, ოდესმე..
საქართველო კი ჩემპიონი ხდება..
geo
06 დეკემბერი 2022 12:14
1
ფანტასტიკა. ბრავო. მადლობა.
G.LA
06 დეკემბერი 2022 10:19
1
Ar gavs saqartvelos nakrebs
Lasha
06 დეკემბერი 2022 10:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული