თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა იაპონელებმა თამაშის გათანაბრება შეძლეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და შედეგსაც მიაღწიეს: ჯერ კამადამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მაედამ ლივაკოვიჩის კარი დალაშქრა. მეორე ტაიმი ევროპელებმა აქტიურად დაიწყეს - 56-ე წუთზე პერიშიჩმა შორიდან ლამაზი თავურით გაათანაბრა ანგარიში, მერე მოდრიჩის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე გონდამ მოიგერია. დარჩენილ დროში გოლი არ გავიდა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ექსტრა-ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი დაეცა. უპირატესობას ბალკანელები ფლობდნენ. იაპონელებმა სწრაფი კონტრშეტევით უპასუხეს. მიტომას გატანა მეკარემ არ დაანება. ბოლოს დალიჩის შეგირდების იერიშები უშდეგოდ დასრულდა, დამატებითი დროც ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლივაკოვიჩმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ხორვატიამ გაიმარჯვა.
ხორვატია შემდეგ ეტაპზე ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 42 523 მაყურებელი
იაპონია - ხორვატია
გოლები: 1:0 მაედა (43), 1:1 პერიშიჩი (56)