"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და ყოველი გოლი მისმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც იცეკვა. "სელესაოს" ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.

"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს. ფანტასტიკური დაბოლოება ვინისიუსისგან პირველი გოლისას, თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს.

მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე
ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღვნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამ ბრაზილიელთაგან რომელიმეს ვინმე ოდესმე გალახავს", - ციტირებს კინს "სანი".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ტანზე რომ იხევენ და ტრიბუნებზე რომ არბიან, ის სჯობს? იქნებ ვინმეს ახ. ზელანდიელების ჰაკაც არ მოსწონს? ყველას თავისი წესი და ტრადიცია აქვს და კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ; თუ არა, წამოწექით ტვ-სთან და გადართეთ-გადმორთეთ
მერაბ გ.
06 დეკემბერი 2022 07:21
4
და თუ მოწინააღმდეგეს არ მოსწონს ეს ცეკვა, მაგის უებარი წამალია - ნუ გაატანინებენ ბრაზილიელებს გოლს
ტალი
06 დეკემბერი 2022 11:56
2
Fexburti aris shou da rac meti mit uketesi, icekvon egaa magari, msoflioa premirliga kiara...
Vvv
06 დეკემბერი 2022 09:13
2
ესეთი ცეკვა-თამაში, ერთგვარი უპატივცემულობაა მეტოქის! გადამეტებულად იციან კარნავალები და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელიც კი არის.
ვეთანხმები, როი კინის!
06 დეკემბერი 2022 11:13
23
ეს ბრაზილიის სტილია. თუ გაღიზიანებთ, სხვა არხზე გადართეთ.
გიორგი
06 დეკემბერი 2022 12:48
6
აუ ეს რა საწყალია!
jino
06 დეკემბერი 2022 13:35
8
რაღა ბრაზილია და რაღა ჩვენ: ადგილზე და უადგილოდ რომ ვცუნდრუკებთ, თან უღირსად
მანანა
06 დეკემბერი 2022 11:53
23
საზიზღარი კლოუნადაა ეს ნეიმარი და რიშარლისონი ამათი პიჯონი და სიმულიანტი ქმედებები
გიო
06 დეკემბერი 2022 07:37
17
ყველაზე მარტივი გზა შეხვდა ბრაზილიას. ევროპულ გრანდს რომ შეხვდება, მერე ვნახოთ ვინ იცეკვებს.
ჯუანშერი
06 დეკემბერი 2022 09:38
18
ძაან იპიჟონეს
პიჟონები ვერ მოიგებენ მუნდიალს
las
06 დეკემბერი 2022 09:06
17
'პიჟონი' მტრედს ნიშნავს ფრანგულად. ანუ, ძაან გაამტრედეს?
გიორგი
06 დეკემბერი 2022 12:51
0
კლინსმანიც მართალი იყო, როცა თქვა ირანელები სულ ცდილობენ არასაფეხბურთო ხერხებით მიზნის მიღწევასო და კინიც მართალია. რასისტულად ჟღერს, მაგრამ ანგლო-საქსების გარდა ყველა რაღაცას მაიმუნობს. გერმანელი და ინგლისელი არ იკარდებს იმას რასაც სამხრეთ ამერიკელი, არაბ-ირანელი ან თუნდაც სამხრეთ ევროპელი კადრულობს. ეს ცეკვა ცოტა განსხვავდება, მაგრამ იგივე მაიმუნობის ნაწილია, რომელსაც ანგარიშზე უბრალოდ გავლენა არა აქვს. მე პირადად თავდაჭერილი და დარბაისელი ხალხი მომწონს.
odala
06 დეკემბერი 2022 15:07
16
აბა ეს ოდალაა თუ კოდალა, თუ არის ?! ეს რა ჭეშმარიტების მზომელი გვყოლია კაცო?! ყველა სიბილწე რაც ამ ქვეყანაზე არის გამოგონებული ანგლოსაქსების ნახელავია!
aburjga
06 დეკემბერი 2022 20:00
2
ნაბურჯგნა ღრუსოვ, ამას ნუ ეჩხუბები, ბოდალა ღრუსოვი შენი თანამოაზრე ღრუსეთუმეა. :)))))
რატი
06 დეკემბერი 2022 20:16
1
ყველა გამოხმაურება
ყირგიზეთს რატომ ეხებით, ჩვენი ნაკრები ხომ სულ ვარსკვლავებს სწყვეტს.
რაბუს
06 დეკემბერი 2022 06:11
2

სიახლეები პოპულარული