"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან მოგებულ მატჩში (4:1) ყოველი გოლის ცეკვით აღნიშვნა ბრაზილიის ნაკრებს არ მოუწონა "მანჩერსტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა და მას კვერი "ლივერპულის" ექსფეხბურთელმა გრემ საუნესმა დაუკრა. მათ ეს მეტოქის უპატივცემულობად მიიჩნიეს. თუმცა ბრიტანელთა აზრი "სელესაოს" მოთამაშეებს ნაკლებად აღელვებთ.

რაფინია: "ეს იმათი პრობლემაა, ვისაც ეს არ მოსწონს, რადგან ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ".

ლუკას პაკეტა: "ცეკვით ჩვენ გატანილი გოლის სიხარულს გამოვხატავთ. ეს მოწინააღმდეგისადმი უპატივცემულობის გამოხატულება კი არა, არამედ ჩვენი მომენტია, მთელი ბრაზილია ზეიმობს. თუ კინს არ მოსწონს, ვერაფრით დავეხმარები.
ჩვენი გუნდი გოლებით ხარობს. ერთადერთი, რაც მას მართებს, პატივისცემის გამოჩენაა".

ბრაზილიელებს ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი და უფლებადამცველი კრეიგ ფოსტერი გამოექომაგა: "წადი შენი სხვების კულტურისადმი წესების კარნახის სურვილით. ბრაზილია - ეს ზეიმია, ეს მათი თვითმყოფადობის ნაწილია. რა თქმა უნდა, დაე, განაგრძონ თავიანთი ცეკვით ჩვენი გახარება. ამის სრული უფლება აქვთ. მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს.

ახლა საქმე იქამდე მივა, გოლების აღნიშვნას საერთოდ აკრძალავენ, ვინაიდან მეტოქისადმი უპატივცემულობად ჩათვლიან, რამეთუ მათი თავმოყვარეობისა და სიამაყისადმი მიყენებულ დარტყმად მიიჩნევენ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაუკვირდათ ადამიანისგან რომელიც მთელი მისი კარიერა ანტი ფეხბურთის თამაში იყო კარგ მოთამაშეების ფეხის მოტეხვა
beqa
20:51 07-12-2022
1
წადი შენი სხვების კულტურისადმი წესების კარნახის სურვილით
მთელი ბრაზილია
21:07 07-12-2022
0

სიახლეები პოპულარული