მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის
დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უტევდა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტრიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 44 667 მაყურებელი
მაროკო - ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)

მკითხველის კომენტარები / 31 /
გერმანელები არიან ეხლა მაროკოელებზე ბედნიერები ))))
ავთო
06 დეკემბერი 2022 22:12
1
ასე იცის წინასწარ გათვლებით თამაშმა, არ ჯობდა გასულიყვნენ ბებერ ხორვატიაზე, მერე ბრაზილიათან თუ წააგებდნენ სახელიანთან მაინც წააგებდნენ.
გოგი
06 დეკემბერი 2022 22:08
1
არა ზმაო,მაროკოს მაგარი გუნდი ყავს რა.
გეგი
06 დეკემბერი 2022 22:07
1
ბურთის ფლობით და გორაობით ვერ მოიგებთ ვერაფერს,მაგას სჭირდება 2 გენიოსი ხავი და ინიესტა,გაიგეთ ბოლო-ბოლო ამ საზიზღარმა სტილმა მოიტანა შედეგი იქ სადაც თამაშობდა ეს ხალხი....გვარდიოლა 3-ში ღერძი ბაიერნში,3-ში ღერძი სიტიში,დაჟე მესისთან ერთად 3-ში ღერძი ბარსელონა,ესპანეთიც იგივე დღეშია...ეს არ არის ფეხბურთი,ეს მაზოხიზმია,ანტიფეხბურთი და ნამდვილი მგლები მუდამ მოგიგებენ...მაროკო გენაცვალე მსოფლიოდან ეს მარაზმი რო მოისროლე და საღოლ 4 თამაში,2 მოგება,2 ფრე,1/4 ფინალი არ ვიცი რა ვთქვა ბრავო
ნიკო
06 დეკემბერი 2022 22:05
1
ნეტა ესპანეთის ნაკრებს არ უყურებია რა საზიზღრად ურტყავდნენ პენლებს გუშინ იაპონლები.
muro
06 დეკემბერი 2022 22:02
1
პორტუგალიაც იგივე გზას გაუდგება
ვანჩოპე
06 დეკემბერი 2022 21:57
11
არაა გამორიცხული,შვეიცარია კერკეტი კაკალია,მაგრამ პორტუგალია მგონია რომ 2-0 მოიგებს
ნიკო
06 დეკემბერი 2022 22:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული