9 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ერთმანეთს ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ "დეილი მეილთან" კომენტარი ნიდერლანდელთა მცველმა ვირგილ ვან დეიკმა გააკეთა:
"მესი ჩვენი შეტევებისას სადღაც მოედნის კუთხეში იუქმებს. ეს მის წინააღმდეგ თამაშისას ყველაზე რთულია.
დაცვის ორგანიზაციის მხრივ ძალიან ზუსტად მოქმედება გვჭირდება. პარტნიორები კონტრშეტევის წამოსაწყებად მას მუდმივად ეძებენ".