მესი ბოლო შანსისთვის, არგენტინის ნაკრები ქვეყნისა და კაპიტნისთვის - რას მოიფიქრებს ვან გაალი...

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ ფეხბურთში ეპოქა შექმნა. გავა წლები და მისი დიდება კიდევ უფრო დაფასდება. გარკვეული დროის შემდეგ ტიტულები მაინც უფრო ამახსოვრდებათ. მაგალითად, ვინც ძალიან არ "გადაქექავს", ვერ ნახავს, თუ რა დონის იყო ნიდერლანდების ის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში არა და არ უმართლებდა. მესი და ნიდერლანდები ერთად შემთხვევით არ გვიხსენებია, ისინი ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და იმ საუკეთესოს გამოავლენენ, რომელიც შემდეგ, დიდი ალბათობით, ბრაზილიას უნდა დაუპირისპირდეს.

თუკი 1998 წელს დენის ბერგკამპმა არგენტინელები ძალიან ლამაზი გოლით დაამწუხრა, 2014 წელს მესიმ და კომპანიამ რევანში
აიღეს და ფინალის გზიდან ნიდერლანდელები ჩამოიცილეს. არგენტინის ნაკრები მაშინ ტიტულთან ძალიან ახლოს მივიდა, თუმცა გერმანიამ არ დაანება...

რას ველით ახლა? არგენტინელთა "ათიანი" ისევ გუნდის მთავარი ძალაა, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლის გარდა, კატარში ძალიან ბევრი რამ გვაჩვენა, რაც მისგან არც გვიკვირს - მოედნის ხედვა, პასის კულტურა და არაერთი შექმნილი შანსი. ასაკის მატებასთან ერთად, ლეო მაქსიმალურად ცენტრისკენ მოძრაობს და შეტევებს იწყებს. რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ სხვანაირად "ალბისელესტეს" სახიფათო იერიშების განხორციელება უჭირს. ამავდროულად, მესიმ უნდა გაიტანოს - ისე ბევრი არაფერი გამოვა. რასაც ლიონელის თანაგუნდელებს ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, მონდომებაა - ისინი საკუთარი ქვეყნისთვის და დამატებით, ნაკრების კაპიტნისთვისაც ბევრს აკეთებენ.

Sportall.Ge

რადგან მესი ცენტრიდან კარისკენ მოძრაობს, მას ვირჯილ ვან დეიკთან ბევრი დაპირისპირება მოუწევს. "ლივერპულის" მცველს აკრიტიკებენ, თუმცა, ფაქტია, რომ მისი ნაკრები ცოტას უშვებს, ვირჯილმა კი საკუთარი კარი ხიფათს ოცზე მეტ შემთხვევაში აარიდა. მესისთვის ვან დეიკის ფიზიკურად დაჯაბნა რთული იქნება, თუმცა ეს ლეოა - მას შეუძლია, ბურთთან ძალიან მარტივი შეხებით რაღაც არაორდინარული შექმნას. მესისთან ინტენსიური თამაში 21 წლის იურიენ ტიმბერსაც მოუწევს. ვან გაალმა მატიას დე ლიხტის ადგილი სასტარტოში სწორედ მას დაუთმო.

შეხვედრაში სხვა დუელებიც იქნება. თუკი "ტოტენჰემის" მცველი კრისტიან რომერო პირველ მატჩში ნაკლებად დამაჯერებელი იყო, შემდეგ კარგად ათამაშდა. მას ახლა კოდი გაკპოს შეჩერება მოუწევს, ფეხბურთელის, რომლის შესაძლებლობები თითქოს შეუზღუდავია. გაკპომ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა, პლეი-ოფში კი ნაკლებად შესამჩნევი იყო და საინტერესოა, ახლა რას ვნახავთ.

Sportall.Ge

როდრიგო დე პაულის თამაში საეჭვოა და ეს არგენტინის ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება, ფრენკ დე იონგის შეჩერება კი კიდევ უფრო გართულდება.

ავსტრალიასთან მატჩის მიწურულს სკალონიმ გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშა. ეს მაშინ ისე აღიქვეს, როგორც ნიდერლანდებთან დაპირისპირებისთვის მზადება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, დეიზელ დუმფრისის კარგი სათამაშო ფორმაც იყოს, მას ფლანგზე მაქსიმალურად დიდი ყურადღება სჭირდება. თუკი წინა მატჩს ავიღებთ, იქ ანხელ დი მარიამ ვერ ითამაშა და მისი დაბრუნება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.

Sportall.Ge

ლუი ვან გაალი ის მწვრთნელია, რომლისგანაც ყოველთვის რაღაც საინტერესოსა და შენიღბულს უნდა ელოდო. მისი ნაკრებიც კატარში ასე გამოდის - ვერ გაიგებ, მისი შესაძლებლობების ზღვარი სად გადის...

და მაინც, მესი - არგენტინელი გენიოსი, რომელიც მართლაც ბოლო საჩემპიონო შანსს ყველანაირად ჩაეჭიდება. ვერცერთი სიტყვით ვერ გამოვხატავთ და დავწერთ იმას, რაც შეიძლება მან მინდორზე გვაჩვენოს.

დაველოდოთ რიგით მე-2 მეოთხედფინალს დღეს, 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.

altარგენტინა და ბრაზილია ევროპელთა 20-წლიანი "ბატონობის" დასასრულებლად - საფრანგეთი ზედიზედ მეორედ იჩემპიონებს?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბრაზილია დაღუპა ლაზღანდარობამ და მატჩის ბოლოს კი საერთოდ მოეშვა დაცვაში, ამ დროების წამატებებზე კიდე ახალ მიმართლებას აყალიბებენ საერთოდ ფიფაში, როცა დრო დასრულდება უნდა დაამთავრო თამაი, ეს დამატებები იყოს ერთნაირი ყველა გუნდისთვის
Nowhere man
10 დეკემბერი 2022 11:00
0
ყველაფერი ასე დალაგებულად თუ მოხდა ხომ გაკოტრდნენ მსოფლიოს ტოტალიზატორები
ქომაგი
09 დეკემბერი 2022 18:37
1
ჩემთვის დიადი ფეხბურთელია მესიც და კრისტიანოც. ორივე მათგანი იმსახურებდა თავიაანთ კარიერის მანძილზე მსოფლიო მოეგოთ ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ასე არ მოხდა სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ახლა არგენტინაც და პორტუგალიაც 1/4 ფინალშია და ორივე მათგანს აქვთ შანს. მაგრამ ეს უკვე ის დროა როდესაც მათი კარიერა სრულდება და საუკეთესო წლები უკან დარჩათ. ამ ეტაპზე უფრო მეტად მესი დგას წინ ვიდრე კრისტიანო, თუმცა ორივე მათგანი ისეთბი აღარ არიან როგორც კარიერის დიდი ნაწილი. ამიტომ არ მგონია რომელიმე მათგანი შეწვდეს სანუკვარ ჯილდოს. არგენტინას ძალიან გაუჭირდება ნიდერლანდიასთა. ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი 1/2 ფინალის ბრაზილიასთან დაპირისპირებაზე. ბრაზილია ყველაზე მეტად მომწონს თუმცა მათაც სათამაშო აქვს ვიცე ჩემპიონებთან ხორვატიასთან.
ჩემი პროგნოზია.
1/2 ბრაზილია - ნიდერლანდი
პორტუგალია - საფრანგეთი

ფინალი; ბრაზილია - პორტუგალია
ბაზილია ჩემპიონი გახდება.
G.LA
09 დეკემბერი 2022 11:11
4
ბრაზილია - არგენტინა

საფრანგეთი - პორტუგალია

ჯერ დადგეს ეს შედეგი, შემდეგ დავწერ თუ რომელი ეროვნული ნაკრები გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
****** (6)
*** (3)
* (1)
07
09 დეკემბერი 2022 10:04
1
Diax fexburtshi scored axlaa jer kidev mesi-ronaldos epoqa.
Alexxx
09 დეკემბერი 2022 09:08
1
მოეშვით ამ ფანატიკოსობას, კრუიფმა შექმნა თურმე ეპოქა და მესიმ ვერა... 20 წელია საუკეთესოა რონისთან ერთად, დაბერდნენ მაგრამ მაჩვენეთ ახალი ვარსკვლავი ხვიჩას გარდა. მბაპე? ანრის დონისაც არაა... ვინ შეძლო 20 წელი უმაღლეს დონეზე თამაში? მბაპეს ასაკში ამ ორ ლეგენდას ვერავინ აჩერებდა, ყველას მიწასთან ასწორებდნენ...
jjj
08 დეკემბერი 2022 16:24
30
კრუიფმაც ეპოქა შექმნა,მესიმაც და რონალდომაც.კიდევ იყო რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი.ხვიჩას ამ სიაში ჩაწერა,ძალიან ნაადრევია,რადგან ჯერ სულ მადენიმე თვეა,ევროპაში ბრწყინავს,ეპოქა კი,დროის დიდ შუალედს გულისხმობს.მბაპე,წინა მსოფლიოზეც ბრწყინავდა და ახლაც.ჯერჯერობით,მისი შეჩერება,ვერავინ მოახერხა,ასე რომ მესისა და რონალდოსთან ერთად,ეს 4 წელი,ამავდროულად მბაპეს ეპოქის პირველ წლებადაც შეიძლება ჩავთვალოთ,შემდეგ კი ვნახოთ,რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ყოფნა,სუპერ ელიტაში.ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.
სოსო
09 დეკემბერი 2022 13:43
0
ხვიჩა ჯერ ამ კამპანიაში ...
dato
09 დეკემბერი 2022 09:42
0
ყველა გამოხმაურება
ეპოქა შექმნეს, პელემ, კრუიფმა და მარადონამ. არც გარინჩას, არც ბეკენბაერს და არც მესის ეპოქა არ შეუქმნიათ.
ვერგავიგე
08 დეკემბერი 2022 12:51
67
ვერგავიგეს - თქვენი მოსაზრება გასაგებია, მაგრამ შეიძლება არც დაგეთანხმოთ. ეპოქაში ალბათ მაინც ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება მოვიაზროთ და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ამ პერიოდში, თორემ 58 წლის ჩემპიონატში პელე არ იყო ბრაზილიის ლიდერი და 70-ში არანაკლები ტვინი პელეზე და შეიძლება მეტიც იყო ტოსტაო. კრუიფმა მწვრთნელ მიხელსთან ერთად ახალი სტილი შექმნეს ფეხბურთში - ტოტალური, რომელიც შემდეგ პერიოდში მცირე ნაირსახეობებს განიცდის, თუმცა მაგ ეპოქაში ბეკენბაუერი არანაკლები ტვინი იყო და ლიდერი გერმანიის და ტიტულებიც მეტი აქვს კრუიფთან შედარებით. გენიალური ტვინი იყო ხავი, მაგრამ ასეა თუ ისე, მესი და კრიშიც თითქმის ოცი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობენ და დიდად განაპირობებენ ფეხბურთის პროგრესს. ჩვენთვის ყიფიანის პლეადა იყო ისტორიაში ყველაზე წარმატებული და უკან არანაკლები ტვინი ჩივაძე იყო. სხვა თაობებშიც გვყავდა გამოკვეთილი ლიდერები - პაიჭაძე და ღოღობერიძე, მესხი და მეტრველი და სხვებიც მათ გვერდით. მსოფლიო ფეხბურთის ეპოქის შეცვლა მაინც სხვა განზომილებაა.
არჩი
09 დეკემბერი 2022 12:40
0
არჩი ეს ხალხი თამაშს აკონტროლებდა. თითქოს მწვრთნელი იყო მოედანზე და მოთამაშეეებს (უსიტყვოდს) კარნახობს რა გააკეთონ. ტვინები იყვნენ, ლიდერები, მენეჯერებიც და თავდაუზოგავებიც. ასეთები ქმნიან ეპოქას. თორე დიდი ფეხბურთელი ბევრი იყო. თუ ასაკოვანი ხარ ადვილად აგიხსნი, მაგრები იყვნენ გუცაევიც, დარასელიაც, ჩივაძეც - ყველანაირად, მაგრამ ყიფიანი იყო ის აუცილებელი ტვინი, ხელოვანი, შემოქმედი ურომლისოდაც ის ეპოქა ვერ შეიქმნებოდა.
ვერგავიგე
08 დეკემბერი 2022 22:10
0
ყველა გამოხმაურება
ავტორს სალამი. ესპანეთმა წააგო და მესის დაუჭერთ მხარს. დიდი პატივისცემით
ბიძინა თაბაგარის ფანები
08 დეკემბერი 2022 12:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული