კონფლიქტი და სრული ქაოსი გუნდში - ცნობილი ხდება, რამ გამოიწვია გერმანიის ნაკრების ჩავარდნა მუნდიალზე

AutoSharing Option
Sport Bild-ი იმ დეტალებზე წერს, რამაც მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ჩავარდნა გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუნდესგუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ორ ბანაკად, "ბაიერნის" მოთამაშეები და "სხვები" იყო გაყოფილი.

ყველაფერი ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩამდე დაიწყო. მანუელ ნოიერი და ლეონ გორეცკა ითხოვდნენ, რომ იაპონიასთან მატჩის წინ LGBT თემის მიმართ მხარდაჭერა უნდა გამოეხატათ, სხვა ფეხბურთელებს კი არ სურდათ რაიმე პოლიტიკურ ქმედებაში მონაწილეობა.

იაპონიასთან შეხვედრაში მოთამაშეებმა ვერ გაიგეს ცვლილება, როდესაც ილქაი გიუნდოგანი ლეონ გორეცკამ ჩაანაცვლა. გუნდის შიგნით ეს გადაწყვეტილება, როგორც "ჰარმონიის დამრღვევი", ისე მიიღეს. ჩაითვალა,
რომ ფლიკმა გორეცკა იმიტომ ათამაშა, რომ ის "ბაიერნში" ასპარეზობდა, ამ ყველაფერმა კი ილქაი გიუნდოგანი ძალიან გააბრაზა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და კაი ჰავერცი უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ სათადარიგოთა შორის დარჩნენ. "ბარსელონას" კიპერი მიიჩნევდა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკისა და კარგი ასპარეზობის მიუხედავად, მას შანსი არ მისცეს. 

"დორტმუნდის" ამჟამინდელი მცველი ნიკლას ზულე, რომელიც ფლიკის დროს "ბაიერნში" ასპარეზობდა, იაპონიასთან ცუდი შეხვედრის მიუხედავად, ესპანეთთის ნაკრებთან მაინც ძირითადში იყო, ხოლო ნიკო შლოტერბეკს და მატიას გინტერს შანსი არ მიეცათ..

საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გერმანიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა. საინტერესოა, რომ გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა ცნობა, რომ ფლიკს სრული ნდობა ექნება და გუნდს ევრო 2024-სთვის მოამზადებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მერე ეგ მწვრთნელის ბრალი არ არის? როცა გუნდში სიტუაციას ელგპდს თუ სხვა რაიმე საკითხი აფუჭებს, მწვრთნელის გარდა სხვა ვინ უნდა მოაგვაროს? თუ გერმანელები მართლა იმ ფულს გადაყვნენ, რასაც ეგ მახინჯი ორგანიზაცია უხდის, (ან კიდევ რამდენს უხდის) ძალიან მძიმედ ჰქონიათ საქმე. მაშნ სულ შეეშვან ფეხბურთს და ლგპდს აღლუმებზე ირბინონ
:)))))))))))
14:39 08-12-2022
8
მომავალ მსოფლიოზე დაგეგმილია, რომ გერმანიის ნაკრების სასტარტო გამოსვლისას გვერზე ბავშვების ნაცვლად, ლგბტ-ს წარმომადგენლები გამოყვნენ.
გენაცვალეთ
15:22 08-12-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული