ზლატან იბრაჰიმოვიჩს იმედი აქვს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მოიგებს.
"იმედი მაქვს, რომ "ალბისელესტე" მესისთვის მოიგებს მუნდიალს" - განუცხადა "433"-ს "მილანის" შვედმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, ლეო და ზლატანი "ბარსელონაში" 2009-2011 წლებში ერთად გამოდიოდნენ.
რაც შეეხება სამხრეთამერიკულ გუნდს, არგენტინა მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდებს შეხვდება. მატჩი ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით