
ჰოლანდიელთა ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა, "ალბისელესტეს" ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ლა პულგა" დაცვაში თავის გუნდს არ ეხმარება.
"მესი დაცვითი სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს. როდესაც არგენტინა ბურთს დაკარგავს, ჩვენ 11-10-ის წინააღმდეგ ვიქნებით.
ვის შეუძლია მისი შეჩერება? ამის გაკეთება იურიენ ტიმბერს შეუძლია. მის წინააღმდეგ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც იტალიის ნაკრებმა მარადონას შემთხვევაში. მჯერა, ტიმბერი ლიონელის შეჩერებას მოახერხებს" - განაცხადა ვან ბასტენმა