მხარი დაუჭირა რამოსს, აკოცა და ჩაეხუტა დედას - მაროკოს ნაკრების წარმატების საიდუმლო, მშობლებთან ერთად ყოფნა, ერთიანობა და ჰაკიმის უმძიმესი გზა დიდ ფეხბურთამდე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის ავტორი უდავოდ მაროკოა. 47 წლის სპეციალისტის, ვალიდ რეგრაგის გუნდი მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა.

ეს ყველაფერი კი ერთიანობამ, გუნდურობამ და თავდადებამ გამოიწვია. ადვილი საქმე როდია, ჯგუფში ჯერ ბელგიის ნაკრები ჩატოვო, შემდეგ კი მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს სძლიო, თანაც 120 წუთის განმავლობაში გოლი არ გაატანინო!

ეს ამბავი კი პსჟ-ის მცველის, აშრაფ ჰაკიმის დიდი დამსახურებაა. მოგეხსენებათ, "ფურია როხას" გადამწყვეტი პენალტი სწორედ მან გაუტანა. 

წარმატებული პენალტის შემდეგ ჰაკიმმა ეს დიდი მიღწევა "პინგვინის ცეკვით" აღნიშნა, რაც ყველაზე საინტერესო ფაქტია.

ამით
მან, სავარაუდოდ, თავის თანაგუნდელსა და ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელ სერხიო რამოსს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, "ფურია როხას" თავკაცმა ლუის ენრიკემ რამოსი მუნდიალზე არ წაიყვანა, რაც დიდ მოულოდნელობად ჩაითვალა.

როდესაც ეს ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა, ჰაკიმიმ სერხიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - "მსოფლიოს საუკეთესო მცველი".

თავად რამოსი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერმოხვედრამ გაანაწყენა, თუმცა თქვა, ცხოვრება გრძელდებაო...

"რა თქმა უნდა, ეს ოცნების ასრულება იქნებოდა! მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ ვიასპარეზებდი, თუმცა მუნდიალის ყურება სახლში, ტელევიზორიდან მომიწევს.

ეს ყველაფერი ძნელია, მაგრამ დილით ისევ გათენდება და მზე ამოვა... საკუთარ თავში არაფერს შევცვლიდი - არც მენტალიტეტს, არც ვნებას, არც ერთგულებას, არც ძალისხმევას, არც იმას, რასაც ვფიქრობ ფეხბურთზე 24 საათის განმავლობაში", - თქვა მაშინ რამოსმა.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშვნას... სერხიომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში საფრანგეთის სუპერთასზე ლამაზი გოლი გაიტანა, რაც ჰაკიმისთან ერთად "პინგვინის ცეკვით" აღნიშნა.

Sportall.Ge

ესპანეთთან პენალტის გატანისა და თავისი გუნდის მეოთხედფინალში გაყვანის შემდეგ ჰაკიმის აღნიშვნა რამოსის მხარდამჭერადაც ამიტომ ჩაითვალა...

მეორე, რაც აშრაფმა პენალტის გატანის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ დედასთან, საიდა მუსთან მიირბინა, აკოცა და ჩაეხუტა.

Sportall.Ge

აშრაფი მაროკოელ ემიგრანტთა ოჯახში, ხეტაფეში, მადრიდის გარეუბანში დაიბადა. დედა სახლებს ასუფთავებდა, მამა ქუჩაში ვაჭრობდა. საინტერესოა, რომ დედას საერთოდ არ მოსწონდა ბავშვის ფეხბურთით გატაცება. ცდილობდა, ის ძიუდოსა და ცურვაზე მიეყვანა, თუმცა ბავშვს მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა.

2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰაკიმიმ ისაუბრა მშობლების შესახებ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვით მათ მის კარიერულ წარმატებაში:

"ჩვენ მოვდივართ თავმდაბალი ოჯახიდან, რომელიც იბრძოდა საარსებო წყაროსთვის. დღეს მათთვის ყოველდღე ვიბრძვი. მშობლებმა ჩემთვის თავი გასწირეს. ჩემს ძმებს ბევრი რამ დააკლეს, რათა მე წარმატებული ვყოფილიყავი", - იხსენებს ჰაკიმი.

მსოფლიო ჩემპიონატზე ოჯახური ატმოსფეროს შენარჩუნება მთელი მაროკოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფუზი ლეკიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ფეხბურთელების ოჯახები კატარში ჩასულიყვნენ.

Al Jazeera წერს, რომ მაროკოს ბაზა დოჰაში მშობლებთან ერთად საზაფხულო ბანაკს ჰგავს.

"მისი საფეხბურთო და შემდეგ უკვე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჩემი შვილის სანახავად არასდროს მიმოგზაურია. 50 წელზე მეტია უკვე საფრანგეთში ვცხოვრობ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარიზი დავტოვე", - ამბობს მაროკოელთა მწვრთნელის, ვალიდ რეგრაგის დედა ფატიმა.

მშობლები იღებენ სურათებს ფეხბურთელებთან და წერენ პოსტებს სოციალურ ქსელებში. ასეთი ერთობა რეგრაგის დამსახურებაა, რომელიც ამბობს:

"ჩვენი წარმატება შეუძლებელია მშობლების ბედნიერების გარეშე".

ახლა რეგრაგის, ჰაკიმისა და მათ თანაგუნდელებს ახალი და კიდევ ერთი ურთულესი მისია აქვთ. 10 დეკემბერს, მუნდიალის მეოთხედფინალში, პორტუგალიას უნდა სძლიონ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოდის მოდის არაბული სამყარო.
ავჭალიდან
09 დეკემბერი 2022 11:26
0
ვახ რა კარგი ბიჭი ყოფილა! დედას როგორ პატივს სცემს ჩემი შვილისგან განსხვავებით
ეჰ
08 დეკემბერი 2022 23:03
1
პორტუგალია ესპანელებისგან განსხვავებით ფეხბურთს თამაშობს არა ტიკიტაკს და არა მგონია მაროკომ წინააღმდეგობა გაუწიოს.ესპანეთს ორი ტაიმი ბურთი ცენტრში რომ არ ეგორავებინა და ისე ეთამაშათ როგორც დამატებით დროში ნაღდად მოიგებდნენ.
ამაშია საქმე
08 დეკემბერი 2022 21:51
0
ეს გუნდი კიდევ შემოგვთავაზებს სიურპრიზს.ძალიან შეკრული გუნდია,რაღაცნაირი.აზზე არიან ფეხბურთის.
კახა ქ.
08 დეკემბერი 2022 19:52
0
მაროკო ისეთი მოხოდილია, არ გამიკვირდება პორტუგალიაც გაუყენოს სახლის გზას.
აჩი
08 დეკემბერი 2022 15:39
2
admin pirveli afrikuli gundi araa vinc gavida meotxedfinalshi. ganis tamashi dagaviwyda albat urugvaistan
juve
08 დეკემბერი 2022 15:08
1
შენ ალბათ დაგავიწყდა რომ განამდე იყო კამერუნი 1990 წელს და სენეგალი 2002 წელს
ადმინი
08 დეკემბერი 2022 18:54
0
კი ბატონო განა, კამერუნი 1990, სენეგალი 2002.
babu
08 დეკემბერი 2022 17:36
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული