მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს თავისი გულშემატკივრები გულმხურვალედ ქომაგობენ და ამ მხრივ მათი უპირატესობა ნიდერლანდებთან მეოთხედფინალური მატჩისას საგრძნობი იქნება.
KNVB იტყობინება, რომ შეხვედრას 50 000 არგენტინელი და 1 400 ნიდერლანდელი ფანი დაესწრება.
მატჩი ხვალ, კატარის სტადიონ "აიკონიკზე" თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეს არენა 88 ათას გულშემატკივარს იტევს.