ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
"ნეიმარ,დისკოტეკა დამთავრდა":))
ოოპლა სამბაა
09 დეკემბერი 2022 22:51
4
ვინც მეტოქეს დასცინა ყველას ცუდათ შემოუტრიალდა, რუდიგერის უაზრო სირბილი და ცინიკური სიცილი და ბრაზილიელების უაზრო ცეკვა. ვინ იქნება შემდეგი!!!
a a
09 დეკემბერი 2022 22:47
6
უბრალოდ ხორვატიას გამსახურდია არ ყოლია ჩვენგან განსხვავებით…ისეთი კომენტარებია
ჯიჯი
09 დეკემბერი 2022 22:47
2
ფრანიო ტუჯმანი თუ ზვიადზე ნაკლები ნაცისტი გგონია ))) არ გცოდნია ხორვატების ამბავი
rasa
09 დეკემბერი 2022 23:51
3
საწყენია, რომ ბრაზილია გამოვარდა, მაგრამ ვინც ბრაზილიელების ცეკვა ნახა თავის მწვრთნელთან ერთად მემგონი ბევრი იტყოდა ღირსები არიანო!
თემური
09 დეკემბერი 2022 22:40
6
ხორვატია - 3,9 მილიონი მოსახლეობა, დამოუკიდებლობის მერე (1991 წელი) მესამედ გადის მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში ეს პატარა ქვეყანა
giorgi 3
09 დეკემბერი 2022 22:27
2
Ase Icis trak.s tamasha. Argentina Stan gindoda shexvedra da exla mogiwevt argentinis chempionobis yureba televizoridan. Kide kai droze mozuzget tore Argentina mogazuzgiebdat
Gia
09 დეკემბერი 2022 22:24
7
აი ეს იგულისხმა კინმა ბრაზილიელებზე, რომ თქვა გალახავენო, თორემ მართლა პანღურებს კი არ მოსცხებდნენ.დ
ეეე
09 დეკემბერი 2022 22:22
6
ფინალი ხორვატია-საფრანგეთი, ფრანგები ჩემპიონები.
alex
09 დეკემბერი 2022 22:20
19
ამდენი დისლაიქი რა ბაზარია, წინა მსოფლიოს არ უყურებდით? იქაც ასე გავიდა ხორვატია, რამდებიმე დამატებითი და პენლები, ისე რო არავინ ელოდა... იქ ფინალშიც მაგარი ბრძოლა გაუმართა საფრანგეთს... ხორვატია ჩემპიონ, მოდრიში არის ეპოქალური ცენტრი
რა მაფიაა?
10 დეკემბერი 2022 00:01
5
საფრანგეთი შეიძლება გახდეს ჩემპიონი მაგრამ ფრანგები ვერ გახდებიან.
w
09 დეკემბერი 2022 22:32
5
ყველა გამოხმაურება
არ გვინდა ბატონო ნანახი გვაქ ვენეციური ტანგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტანდემში.დდდდდ
ზიზიჩი-ის
09 დეკემბერი 2022 22:19
1
​ხორვატია 4 მილიონიც კი არ არის, ნახეთ რა შედეგები აქვთ სპორტში, მებრძოლი ერია, ომებიც ქონდათ და ომებშიც გაიმარჯვეს, ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს.
gega
09 დეკემბერი 2022 22:19
3
თბილისის დინამო რა კლასსაც აჩვენებდა მანდ ხორვატია ჯერ არ მისულა მარტო შედეგი არაა მთავარია კლასი! ფეხბურთი კიდევ ხრიდოლი არაა მარტო ბრძოლა რომ შველიდეს
გიო
09 დეკემბერი 2022 22:43
21

სიახლეები პოპულარული