პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა, მომენტი არ იქნებოდა და 35-ე წუთზე მესიმ შექმნა - მოლინა ჩინებული პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან „ალბისელესტე“ წინ გაიყვანა.
შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ისევ ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდნენ, სამხრეთამერიკელებს კონტრიერიშების საშუალება მიეცათ, მესიმ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ აკუნია საჯარიმოში დუმფრისმა წააქცია და პენალტი მესიმ გაიტანა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, თუმცა მხოლოდ "თითქოს" - აქედან მოყოლებული ვან გაალის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ვეგორსტმა თავურით ანგარიში შეამცირა, მერე ბერგეისმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ხოლო 90+11-ე წუთზე ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ ვეგორსტმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ექსტრა-ტაიმში არგენტინა ბევრს უტევდა, ლაუტაროს და ოტამენდის დარტყმული ბურთები მცველებმა მოიგერიეს, ლაუტაროს მეკარემ არ გაატანინა, ფერნანდესმა ბურთი ძელს გაარტყა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ისევ იმარჯვეს.
ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას შეხვდება.
- მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეათე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით არგენტინის ნაკრებში ბატისტუტას დაეწია - მან მუნდიალებზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა.
- არგენტინამ მუნდიალებზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა თერთმეტმეტრიანების სერიაში - ექვსიდან ხუთი.
- ნიდერლანდებმა კარში ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს.
- რაც ვან გაალი დაბრუნდა, ნიდერლანდებმა პირველად წააგო - აქამდე 14 მატჩი მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.
- მსაჯმა ლაოსმა ფეხბურთელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ტურნირის რეკორდია.
ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი
ნიდერლანდები - არგენტინა 2:2 (პენ. 3:4)
გოლები: 1:0 მოლინა (35), 2:0 მესი (73), 2:1 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90+11)
შენც მოიყვანე რა არგუმენტი.
Ts.