მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე გადადგა.
"მტკივნეული მარცხია. ეს ციკლი დასრულდა. ახლა შესრულებული სამუშაოს შეფასება არ შემიძლია. ამას შემდეგ გავაკეთებ", - განაცხადა ტიტემ.
ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა - გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 81 მატჩიდან 60 მოიგო და 2019 წელს ამერიკის თასს დაეუფლა.
ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
ბრაზილიის მარცხით გახარებული არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები [VIDEO]