"რატომ თამაშობენ არგენტინის ნაკრებში მხოლოდ თეთრკანიანები?" - ამერიკელი პროფესორის წერილი

AutoSharing Option
"ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა ერიკა დენიზ ედვარდსმა გამოკვლევა ჩაატარა, რათა გაეგო, რატომ არ არის არგენტინის ნაკრებში კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მუქკანიანი ფეხბურთელი.

სტატიის ავტორმა არგენტინის შემადგენლობა სხვა სამხრეთამერიკულ გუნდს, ბრაზილიას შეადარა. ედვარდსს არგენტინის მოსახლეობის აღწერის ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ მუქკანიანები.

ასევე ის არგენტინის ისტორიის მიხედვით წერს, რომ მუქკანიან მონებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებდნენ, ხოლო ქალებს აიძულებდნენ ცოლად თეთრ მამაკაცებს გაჰყოლოდნენ. ედვარდსი არგენტინის ყოფილ პრეზიდენტებს ცივილიზაციის განვითარების მიზნით ქვეყნის "გათეთრებაში" ადანაშაულებს.

ავტორი არგენტინის "არათეთრი" მოსახლეობის ოთხ კატეგორიას გამოყოფს,
რომლებიც ნაკრებშიც არიან წარმოდგენილი: კრიოლო, მოროჩო, პარდო და ტრიგენიო. კერძოდ, ის ლეგენდარულ ფეხბურთელ მარადონას მოროჩოს წარმომადგენლად მიიჩნევს.

ედვარდსი ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის ავტორია - "დამალვა ყველას თვალწინ: შავკანიანი ქალები, კანონი და არგენტინის თეთრი რესპუბლიკის შექმნა".

მკითხველის კომენტარები / 48 /
მართლა წაიღეს ტვინი, რატომ არ არის შავკანიანიო. არ ცხოვრობენ შავკანიანები და... ეს იგივეა კითხვა, რომ დაისვას - ნიგერიის ნაკრებში რატომ არ არიან თეთრებიო, ესეც რასიზმია მაშინ
ზურა
21:09 11-12-2022
1
და ეს დანაშაულია? ხალხი სულ გამოქლიავდა ნეოლიბერალური იდიოტური იდეებით. ბრიტანეთის პრემიერი და ლონდონის მერი რომ ინდოელ-პაკისტანელია.ესაა კარგი? ან საფრანგეთი რომ მურლიმანურ ქვეყანად იქცა ესაა კარგი?ევროპული ერები გადააგვარეს და თავიანთ სამშობლოში ხმას ვერ იღებენ. ვაი ამათ პატრონს.
status quo
19:13 11-12-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული