ვალდანო: ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა.

"მესი ფეხბურთის არსს წარმოადგენს. ის ნებისმიერ სხვაზე მეტად ავლენს თავის ხასიათს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა და ადამიანებთან კავშირს. კატარში "მარადონობს".

მესი როგორც კი დავინახე, პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ. 20 წლის განმავლობაში გენიოსად რჩება. ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი", - ციტირებს ვალდანოს "მარკა".

მესი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის 5 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით არგენტინის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც 13
დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი,ნამდვილად შეიძლება ითქვას,რომ თანამედროვე ეტაპზე ფეხბურთის ჭეშმარიტ არსს,მის სილამაზესა და სირთულეს,ჰაეროვნებასა და შემოქმედებითობას,შერწყმულს სიმძლავრესა და უზარმაზარ ფიზიკურ თავგანწირულობასთან,ყველაზე გამოკვეთილად,დიდის ბრწყინვალებითა და მეტიც,გენიალურობით,სწორედ ლეგენდარული ლეო მესი განასახიერებს!ვუსურვოთ მას თავისი დიდებული კარიერისათვის საჩემპიონო გვირგვინის დადგმით კარიერის სამარადჟამო უკვდავყოფა!
კოლხიდელი
19:02 12-12-2022
1
Martals ambobs valdano. Fexburti da mesi ertidaigivea.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული