კატარში კიდევ 9 ათასი მაროკოელი გულშემატკივარი ჩავა

AutoSharing Option
13 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო საფრანგეთს დაუპირისპირდება. კატარში ისედაც მრავალი ათასი მაროკოელი გულშემატკივარი იმყოფება და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ავიაკომპანია Royal Air Maroc-მა კასაბლანკადან დოჰაში 30 სპეციალური რეისი დაგეგმა, რათა მათ ეროვნულ გუნდს ფრანგებთან უფრო სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს.

ორმხრივი მიმართულებით ბილეთის ფასი დაახლოებით 450 ევროა. ერთი თვითმფრინავით 300 ადამიანზე მეტის გადაყვანაა შესაძლებელი და ასე და ამგვარად, დოჰაში კიდევ 9 ათასზე მეტი ფანი ჩავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით მაროკო, მიამყვენით ეს ნაყარ ნუყარა ბანდა.
ტტტ
23:05 12-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული