ახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული
ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.

შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.

რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.

. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.
. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

არგენტინა - ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)

მკითხველის კომენტარები / 32 /
საფრანგეთმა ჯერ მაროკოს მოუგოს , ისე ფინალი დამახინჯდება მაროკო რომ გავიდეს
ჯუბა
14 დეკემბერი 2022 12:44
1
ეგ მოხდება მშვიდად და აუღელვებლად
D
14 დეკემბერი 2022 17:48
0
ზოგადად,საქართველოს ნაკრების გარდა სხვა ნაკრებს არ ვქომაგობ,არ ვარ იმ კატეგორიის,არგენტინის ან ბრაზილიის გამო ქართველი რო ერთმანეთს აბულინგებს და ეს ჩემი აზრით,არის დიდი სირცხვილი ერის.გამომდინარე იქედან,რომ ჩვენი ნაკრები არ არის მსოფლიოზე,ჩვენაირ პატარა ქვეყნებს ვქომაგობ ხოლმე და მინდა წარმატებას მიაღწიონ,რათა ჩვენ,ქართველბმაც დავიჯეროთ რო შეგვიძლია ამის გაკეთება. ხორვატია არის ჩვენაირი ქვეყანა,იდენტური მოსახლეობის რაოდენობა,ომგამოვლილი და ეხლა ევროკავშირის წევრი,რაც იდეაში ჩვენც უნდა შევძლოთ. უყურებ ამ ქვეყანას და მებრძოლ ბიჭებს ხედავ,ნამდვილად ვიამაყებდი ხორვატი რო ვიყო. ასეთი ქვეყანა დაჩაგრული იქნა საფეხბურთო ბიუროკრატების მხრიდან. პენალტი ეპიზოდს უნდა შევეხო,პენალტი დასანიშნი არ იყო,შემტევმა დაარტყა და წინ გამოსულ მეკარეს წამოეკიდა. საჯარიმოში მეკარე ხელშეუხელებელია,ეს იყო ჯარიმა და მეკარეზე თავდასხმა. ადამიანები იძახიან რო არ სჯერათ ჩაწყობების,მარა ეს მსოფლიო ჩაწყობით შეიქმნა,გუშინ კატარელების მოსყიდული ევროპარლამენტარები დაიჭირეს და ორსატოს მოსყიდვა ვერ მოხერხდებოდა? რატო? მოსყიდული იტალიელი გიკვირთი თუ კრიმინალი იტალიელი? 6 თამაში ითამაშა არგენტინამ და 4 ერთ სტადიონზე,ეს რანაირად შეიძლება? ასევე,პსჟს მფლობელი არის კატარელი,ვინ ორგანიზება გაუწია კატარში ტურნირს და რამდენად არის იმის შანსი რო მესის პსჟში გადასვლა ამასთან იყოს კავშირში? არ ვიცი,მარა ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. როგორც მოგახსენეთ,საქართველოს ნაკრების გარდა არავის ვქომაგობ,საკლუბო დონეზე ლივერპულის ქომაგი ვარ ანუ არანაირი დაინტერეესება არ მაქვს,რომ მესის წინააღმდეგ წავიდე,რადგან მისი ბარსა ორჯერ შეგხვდა და ორივეჯერ ლივერპულმა იმარჯვა. მე,როგორც ლივერპულის ფანს არანაირი მიზეზი არ მაქვს არ მომწონდეს მესი. უბრალოდ,დრო გავა და ეს ჩანაწერები იარსებებს,მომავალი თაობები ნახავენ და ყველაფერს გაარკვევენ,როგორ გადასცეს მსოფლიო თასი კონკრეტულ ფეხბურთელს,ხოლო ამაზე არავის რეაქცია არ ქონდა. რას იფიქრებენ თქვენი აზრით? ჩემი აზრით,იტყვიან რო ასეთი ბოგანო საზოგადოება რანაირად იყო იმ დროშიო და ადამიანი ღმერთად რანაირად გამოაცხადესო. სირცხვილია,ფეხბურთის სირსცხვილია ეს მსოფლიო ჩემპიონატი. არ ვიცი,ამისთანა კარიერის პატრონ მესის,რად უნდა მსგავსად მოგებული ტიტული. კომებოლმა ყოველ წელს უტარა კოპა ამერიკა,სანამ არ მოაგებინეს და ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ საფეხბურთო სამყარო შეშლილია. ხორვატებს კი მალადეც,იმედი მაქვს რო საქართველოსთვის კარგი მაგალითი იქნება და ჩვენც გავალთ დიდ ტურნირზე.

პ.ს. იმედია,რომ არ დაიბლოკება ეს კომენტარი. კომეტარებით არ შემომივარდეთ მესის და არგენტინის ფანები,რადგან თავს შეირცხვენთ. რასაც მესის და არგენტინის გამო ენერგიას ხარჯავთ,ჩვენ ქვეყანას რო მოახმაროთ არ გინდათ? თქვენაირი ხალხი ხართ ამ ქვეყნის სირცხვილი. აი,ისეთი ხალხი ხართ,გერმანიასთან რო გადახტა ვიღაცა და კროოს ფეხების ლოკვა დაუწყო დინამოზე. თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა
ხორვატია,ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანა
14 დეკემბერი 2022 08:42
9
წავიკითხე შენი კომენტარი და ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე! უბრალოდ ლეო მესის ბოღმა გახრჩობთ და აღარ იცით რეები როშოთ. შენს ლოგიკას თუ გავყვებით, რა გამოდის? ხორვატიამ ფული აიღო და წააგო? ეთამაშა ბატონო და ებრძოლა და მოეგო ვინმემ დაუშალათ? არგენტინის გუნდი არის ერთ მუშტად შეკრული, მებრძოლი და თავისი სამშობლოს პატროოტები, აი აქედან მოდის მაგათი მისვლა ფინალამდე, რაც თქვენ ნერვებს გიშლით და უკვე კონტროლსაც კი ვეღარ უწევთ საკუთარ თავებს, თუ რა შინაარსის ბოდვებს წერთ კომენტარებში! იმან ქრთამი აიღო, ამან ქრთამი აიღო,სუფთა ჭორიკანა კაცუნები ხართ! პირდაპირ კაცურად მაინც სთქვით, რომ ვერ ეგუებით ლეო მესი, რომ კარგად თამაშობს, ყველას უყვარს და ამის გამო შუაზე იხევით!
ვპასუხობ: ხორვატია ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანაას.
14 დეკემბერი 2022 11:34
2
ვინმე დაგვრჩა ქვეყანაში? რაის საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა..30 წელია სახელმწიფო ვერ აგვიშენებია ხორვატიას როგორ ედრები? არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნარები..ქვეყანა რო გარუსდა ეს უფრო მესირცხვილება მე ვიდრე მუნდიალზე რომელიმე სხვა გუნდის გულშემატკივრობა..პრიორიტეტები გვაქვს არეული..რაც შეეხება ბულინგს ეს ინტერნეტ სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ არა მხოლოდ ფეხბურთის გამო და ამის აღმოფხვრა შეუძლებელია.. დამერწმუნე ქუჩაში სხვა ქვეყნის ნაკრების ფორმით სიარულის დროს ვერავინ გაბედავს რამის თქმას ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს..მადლობა..ნახვამდის.
ზურა
14 დეკემბერი 2022 11:15
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენნაირი ქვეყანა როგორ არის, შუაგულ ევროპაშია. გამარჯვებული კიდევ იმიტომ არის, რომ ნატომ ბელგრადი დაბომბა. ჩვენს შემთხვევაში კი შეშფოთება-აღშფოთება შეგვრჩა.
ქიტესა
14 დეკემბერი 2022 12:36
1
ეგ კოსოვო იყო. 98ში დაბომბეს ბელგრადი. ხორალვატებმა თაცისი ხდლით დაიცვეს თავი სერბებისგან.
შადიმან
14 დეკემბერი 2022 16:23
0
აი მონდომება..თავად მესი ამბობდა ბრაზილიის სიძლიერეს და რა..როგორ დარბოდა 35 წლის კაცი თითოეულ მონაკვეთზე. დიადი და ღირსია თასის..რა ნეიმარი..რა რონალდო..კლასია..
კიეზა
14 დეკემბერი 2022 14:35
4
არგენტინას აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს 2-0 მერე. მაგაზე არ ლაპარაკობენ. 4-0 უნდა მო123რჩენილიყო
123
14 დეკემბერი 2022 11:03
2
გახდებიან ჩემპიონები აბა რა,მსაჯები ყველა თამაშში პენალტს უდებენ:))
Qatar
14 დეკემბერი 2022 01:33
35
რა ვქნა,მეც მინდა არგენტინა და მესი მსოფლიო ჩემპიონები რომ გახდნენ ,მაგრამ რა ვქნა--ჩემპიონი საფრანგეთი გახდება.ეს ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდი და ბოლო 10 დღეს მეოთხეჯერ ვწერ. ფრანგებს მესი და არგენტინა მირჩევნია,მაგრამ ჩემპიონი ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი ა.
mamulo
14 დეკემბერი 2022 02:11
19
რა საფრანგეთი,რის საფრანგეთი??? საფრანგეთი პლატინის დროს იყო,დღევანდელი სხვა რაღაცაა,მეორე მაროკო ,ან მეორე ალჟირი. ჰო,მაროკო ერთი და მაროკო ორს ვშორის გამარჯვებული შეხვდება არგენტინას. ;) პ.ს. ვიდრე ვინმე რაღაც ზეჰუმანურ-ლიბერასტურით რაიმე არატოლერანტურს დამწამებს,გვარები ჩამომითვალის, აი ძირითადი გუნდის ,,ფრანგების" ..ჰმ პ.ს. არგენტინა !!!
ადამიანი
14 დეკემბერი 2022 02:55
0
ადამიანი-ს! შენნაირი ნაცისტი ხალხი სულ აპელირებს რომ საფრანგეთში, ვითომ ფრანგები არ არიან და არაბებმა და ზანგებმა მიისაკუთრეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საფრანგეთში გაზრდილი კაცი ( ქალი) უკვე ფრანგია. ეგეც რომ არ იყოს პრეზიდენტიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა თანამდებობაზე მყოფი ფრანგია და არც ყოფილა სხვა. გუნდიც რომ ავიღოთ გრიზმანი ჟირუ ლორისი რაბიო,ვერეტუ ვარანი ეგენი სუფთა ფრანგები არიან,მაგრამ თქვენ მბაპეს კანის ფერი არ მოგწონთ, რომელიც არგენტინას დაამხობს და საუკეთესო ფეხბურთელის სახელსაც მოიპოვებს! ეგ თქვენი ამოჩემება ვითომ არაფრანგებზე 0- ის ტოლია
დავით 67
14 დეკემბერი 2022 03:25
29
ყველა გამოხმაურება
კვარა მწყობრში გვყავდს, ოპტიმალური ფორმა და სანიოლის საქართველო გადავხსნით და გადმოვხსნით ნებისმიერ დროს ამ ხორვატიას.
321
14 დეკემბერი 2022 11:10
8
მეკარის მარჯვენა ფეხის მოძრაობას ყურაადღებით დააკვირდით, თავდამსხმელის შესაჩერებლად დგამს.
ზაქრო
14 დეკემბერი 2022 10:32
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული