"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
რატომაა პრივილეგირებული არგენტინა იქნება ახსნან ამ სისულელის მთქმელებმა ?
zura222
14 დეკემბერი 2022 06:13
11
აქ კომენტარების დამწერები, რომ ფეხბურთის წესებში არ ერკვეოდნენ ბოლომდე არ მიკვირს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ თურმე ვერც ფეხბურთელები ერკვევიან. წესებში გარკვევით წერია, რომ პენალტი ინიშნება თუ ფეხბურთელი წააქციეს ბურთზე თამაშის გარეშე ან მას არ მისცეს ბურთზე თამაშის საშუალება. ლივაკოვიჩმა ალვარესს ბურთზე თამაშის საშუალება არ მისცა. ეს იყო 1000%-იანი პენალტი მათთვის ვინც წესები იცის. ვინც წესები არ იცის...
123
14 დეკემბერი 2022 11:13
10
ნუ იბოღმებით ბიჭოო..არგენტინას ჯერ კიდევ 2014ში ეკუთვნოდა თასი..ასე რომ ვალი აქვს განგებას დასაბრუნებელი..პენალტის გარეშეც ეჭვგარეშე იქნებოდა ეს შედეგი სრული დომინირება იყო არგენტინისა და და მომენტი არ ჰქონია ხორვატებს..მიუხედავად ამისა ხორვატია ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხია რაც ამ თამაშში გამოჩნდა განსხვავებით პროვოკატორი ჰოლანდიელებისგან რომლებმაც რაც დაიმდახურეს ის მიიღეს. ესეთი ბინძური ქვეყანა და ერი მე არ მინახავს თუმცა რა ერიც ეგენი არიან..თვით პეპესაც კი გადაუჯოკრეს ბინძური სულით…
ზურა
14 დეკემბერი 2022 11:02
25
2014 ში რატო ეკუთვნოდა?:) ვისაც ეკუთვნოდა იმან მიიღო თასი :)
antistepleri
14 დეკემბერი 2022 12:00
1
აი რაზე მედებატები ვერ გავიგე.. 2014 ეკუთვნოდა არგენტინას წაგება და წააგო ხო მაგას გაიძახი? გუშინაც წაგება ეკუთვნოდა ანუ ხორვატიამ დაჩაგრა თამაშით და მაინც გაათრიეს მსაჯებმა მაგას მეუბნები? მაგ პენალტზე აზრი გაიყო ნაწილი ამბობს დასანიშნი იყოო ნაწილი არა. შესაბამისად გადაჭრით ვერავინ იტყვის არ იყოო და ეგეც რო არ იყოს მაგის შემდეგაც ხორვატიას არაფერი გაუკეთებია ამ თამაშის მოსაგებად და რავიცი…ნამუსიც კაი საქონელია )))
ზურა
14 დეკემბერი 2022 17:57
0
ყველა გამოხმაურება
ფინალში ასე ვეღარ მიუდგებიან. დარწმუნებული ვარ საფრანგეთი უკეთესი გუნდია.
კოტე
14 დეკემბერი 2022 10:27
10
ბურთზე გარბოდა ხო შეძლებდა დამატებას,მეკარემ ხელი შეუშალა წააქცია აბა სხვა რაა პენალტი
ბბ
14 დეკემბერი 2022 12:57
7
ამ მსოფლიოზე არგენტინას და მესის ვგულშემატკოვრობ.ამ თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ არგენტინა მოიგებდა მსაჯების მიკერძოების გარეშეც,მაგრამ ჩემი აზრით პენალი არ იყო.ლივაკოვიჩი ბოლო მომენტში გაჩერდა,შეჩახება მისი მხრიდან არ იყო.ასეა თუ ისეა მესის ეკუთვნის მსოფლიო ტიტული
ლევან
14 დეკემბერი 2022 08:48
7
ვინმე ამ მსოფლიოზე ვინმეს ფეხბურთის თამაში აუკრძალა?! რატომ აზროვნებს ეს ხალხი სულ შეთქმულების თეორიებით?! იქ ბელგია როგორც არ იყო დალაგებული გუნდი ზუსტად ეგრე არ იყო პორტუგალიის შიდა სამზარეულო დალაგებული. აბა გაიხსენეთ ცნობილი ინტერვიუს მერე როგორ შეხვდნენ რონის ნაკრების წევრები ბრუნო,კანსელო, ფელიში. ასე რომ რონის ფანები თავს ნუ მოიტყუებენ და საერთოდ ფეხბურთი თუ გიყვარს რონიც გიყვარს , მესიც, ნეიც და მბაპეც. უბრალოდ მესივით მოტივირებული და ანთებული თვალებით ამ ჩემპ. არცერთი ფეხბურთელი არ ჩანს. ისე კი ყველაზე სიმპატიური გუნდი და დაბალანსებული დრანგები არიან მაგრამ ფინალს მაინც სხვა წონა აქვს და არავინ იცის რა მოხდება და ამის მაგალითი მაროკოა.
ზაკო
14 დეკემბერი 2022 06:03
2
ბარემ ჩემპიონატის დაწყებამდე წინასწარ მიეცათ არგენტინისთვის მსოფლიო თასი. ასე კი გახდებიან ჩემპიონები,ყოველ თამაშში პენალტს ჩუქნიან,უკვე ვეღარ ვითვლი,მესის მგონი ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაარტყმევინეს.ასეთი არაფერი მინახავს,ნეტავი ფინალშიც დაუდებენ??
მსაჯუკებს
14 დეკემბერი 2022 14:45
23
როგორ არ იყო პენალტი, რომ არ წაექცია მეკარეს მცველის მიერ გამოტანილ ბურთს დაამატებდა და გაიტანდა.
რრრ
14 დეკემბერი 2022 12:35
11
არგენტინა პრივილეგირებული??!!! 1990 ფინალში მოგონილი პენალტით წააგეს, თუმცა გერმანია ობიექტურად მაშინ უფრო ძლიერი იყო! 1994 მარადონა გააგდეს ტურნირიდან მოგონილი მიზეზით და დაუნგრიეს კარიერა საბოლოოდ! რატომ არ უნდა გახდეს არგენტინა ფინალისტი? დასახურებულად გავიდა ფინალში! პენალტი იყო თუ არა ამას წყვეტს მსაჯი და var საერთო ჯამში სადღაც 8 ადამიანია თუ არ ვცდები! დატკბით ფეხბურთით ხალხნო, რა დაგემართათ!!!
შოთა
14 დეკემბერი 2022 11:31
6

სიახლეები პოპულარული