"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
მესისტი ვარ თუმცა პენალი მგონი რომ არ იყო, მაგრამ მაინც აჯობეს თამაშით ამიტომ ეგ არაფერი.
ABCABC
14 დეკემბერი 2022 10:47
6
მაგ პენალტის შემდეგ საათნახევარი გქონდათ რამის საჩვენებლად.
მოქალაქე
14 დეკემბერი 2022 16:38
7
რაც შეეხება იმას, რომ ხორვატია ამ პენალტმა მოკლა, სასაცილოა. არცერთ შეხვედრაში ხორვატებს პირველი ბურთი არ გაუტანიათ, მაგრამ მშვენივრად მოიგეს მატჩები. მიდი მესი!!!
ჟორა ხვედელიძე
14 დეკემბერი 2022 13:57
4
სანამ შეიხები არიან ფეხბურთში მანამ არ იარსებებს ფეხბურთი გამგები გაიგებს ამ სიტყვებს და ასეთი პენალტის დადება მესამე ლიგაშიც არ ხდება ნუ იბრმავებთ თვალებს.
Gio
14 დეკემბერი 2022 13:32
20
ეს პენალტი იყო მოგონილი მსაჯის მიერ,არავითარი პენალტი არ იყო,მაგ ნაძირალა მსაჯს უნდა აეკრძალოს მსაჯობა.
დათიკო48
14 დეკემბერი 2022 07:13
19
ალბათ ფინალშიც აჩუქებენ ერთ-ორ პენალტს.არგენტინამ პირველი თამაშის წაგებით გასაცემი გასცა ეხლა კი იმკის.
w
14 დეკემბერი 2022 16:27
14
მეკარე დარტყმას ელოდებოდა და ფეხი გაუწია კარის ჩასაკეტად, რაც ადვილად იკითხება თავდამსხმელის, ბურთის, მისი მდებარეობებით და მოძრაობის ტრაექტორიით. ბევრმა მათ შორის მამარდაშვილმა არაერთხელ მოიგერია ასეთი გაშლილი ფეხით ბურთი. თან ფეხის მდგომარეობას თუ დააკვირდებით შეჯახების შემთხვევაში ტრავმის რისკი ძალიან მაღალია. ვფიქრობ ეს პენალტი მეკარეებისთვის ცუდი სიგნალია. რაც შეეხება მესის მართლაც უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ადამიანობის, შეგნების და ზრდილობის საკმაო დეფიციტით.
mmm
14 დეკემბერი 2022 12:56
14
ჩვენ ყველანი ვართ ხალიფას იაფასიანი დადგმული სცენარის მაყურებლები....ფული ჯოჯოხეთს ანათებს! ჰოლანდიასთან ლამის გრუპა გრუპაზე რომ ატყდა ჩხუბი მსოფლიოზე კიარა ისე ეროვნულ ლიგის თამაშზე ვინმემ მასე ქნას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მიმართ ბურთი დაურტყას არ გააგდებენ იმ ფეხბურთელს?მსოფლიოზე მალე დაშოშმინდნენ აქ მეორე მსოფლიო ომი მონაგონი იქნებოდა. ნუ კრიშავენ არგენტინის უსუსტეს ნაკრებს
ჯერონიმო
14 დეკემბერი 2022 10:07
17
ამ ხორვატიის გასვლას ბრაზილია გასულიყო სჯობდა, მაგრამ რაღაც შენიღბულ მამაძაღლობას აქვს ადგილი, 1978 წლიდან ვქომაგობ არგენტინას და ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს არ ჰყოლია, მესი რომ არ ჩავთვალოთ, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდი, სულაც არ გამიკვირდება რომ ხვალ საფრანგეთმაც წააგოს
მამუკა
14 დეკემბერი 2022 02:45
23
78ში რა კარგი გუნდი ჰყაცდა? იქ რა მამაძაღლობას არ ჰქონდა ადგილი როცა პერუსთან ჩააწყვეს და ბრაზილია ჩატოვეს? არ მითხრას ვინმემ რომ კემპესი თუნდაც საშუალო დონისაა. არასოდეს არ იყო არგენტინა გუნდი. 86 ში ერთმა კაცმა მოიგო მუნდიალი. ფეხბურთის ჯადოქარმა, რომელის მსგავსი არასდროს დაიბადება. მესი კიდევ მარადონა არაა
დავით 67
14 დეკემბერი 2022 08:03
4
ვერ გამიგია, რას მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი? არც მთავარი არბიტრი და არც ვიდეო რეფერის არბიტრები დაეჭვებულან დარღვევის არსებობაში და ვინც მომენტს რამდენჯერმე ნახავს, ამაში აუცილებლად დარწმუნდება. მე, საერთოდ, ევროპის გუნდებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ მომენტზე შემიძლია ვთქვა: მსაჯის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართალი. ზოგიერთებივით (სუბიექტურად მოაზროვნეებივით) უაზრო საუბარი რომ არ გამომივიდეს მივმართოთ ფაქტებს: დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მივმართოთ საფეხბურთო წესებს და არა ვიღაცამ მსგავს სიტუაციაში დანიშნა თუ არა 11 მ-იანი. რას გვეუბნება ფეხბურთის წესები? "თუ მოთამაშე ჩაიდენს ქვემოზთ მოყვანილი დარღვევებიდან რომელიმეს, დაინიშნება საჯარიმო დარტყმა (საჯარიმო მოედნის ფარგლებში-11 მ-იანი დარტყმა): 3) აფერხებს მეტოქის მოძრაობას ფიზიკური კონტაქტით (ხორვატების მეკარემ ფეხის კონტაქტით არ მისცა თავდამსხმელს მოძრაობის გაგრძელების საშუალება)-თამაშის წესები, პარაგრაფი-12.რაც შეეხება პოლონეთთან დანიშნულ 11მ-იანს: მის შესახებ წესებში სწერია: "თუ მოთამაშე დაარტყამს ხელს ან შეეცდება დაარტყას ხელი მოწინააღმდეგეს (შესნიმ ხელი დაარტყა მესის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემთხვევით იყო თუ განზრახ. განზრახ რომ დაერტყა, მას გააძევებდნენ), ის დაისჯება საჯარიმო ან 11 მ-იანი დარტყმით." მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.
ზესტა
14 დეკემბერი 2022 19:47
5

სიახლეები პოპულარული