"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
მიუხედავად ჩემი სიმპათიისა ხორვატების მიმართ, პენალტი იყო. ბურთს პირველი თავდამსხმელი შეეხო და მერე მოხდა შეტაკება, უამრავი ასეთი სიტუაცია გვინახავს, როცა დასწრებაზეა თამაში მეკარესა და ფორვარდს შორის, ვინც პირველი ეხება ბურთს, იმის მხარესაა გადაწყვეტილება. გამეორებების დროს ყველა მაგას უყურებს, ვინ შეეხო პირველი ბურთს, მეკარე თუ ფორვარდი, თუ მეკარე ეხება პირველი ბურთს, პენალტი არ ინიშნება, თუ ფორვარდი, მაშინ პენალტია, თუნდაც არ ემუქრებოდეს კარებს მოთამაშე. აქ კიდევ ჯერ ფორვარდი შეეხო ბურთს და მერე შეეჯახა მეკარე. პენალტია აბა რა არის.
14 დეკემბერი 2022 12:17
13
ამიტომ არ უნდა თამაშობდეს მაროკო და ხორვატია ნახევარფინალში. გაშვებული პენალტის შემდეგ ცხადი იყო რომ ხორვატია ვეღარ დაბრუნდებოდა თამაშში. ალბათ დღესაც ესე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები სადაც ინტრიგა პირველივე წუთებზე კვდება. პენალტების სერია გასაუქმებელია და რაღაც სხვა გამოსავალია მოსაფიქრებელი. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები: ორი თამაში, ბევრად უფრო სამართლიანი სისტემაა. მსოფლიოჩემპიონატი გადაიქცა ტურნირად სადაც ძლიერი და ღირსეული კი არ იმარჯვებს, არამედ ის ნაკრები, რომელსაც უფრო გაუმართლებს.
ჯუანშერი
14 დეკემბერი 2022 11:41
3
ვინც პირველი შეეხება პრინტის შეჯიბრი კი არაა? კარგი თქვათ შეეხო პირველი ამ დროს რა უნდა ქნას მეკარემ აორთქლეს ადგილიდან ? ჩემი აზრით პირიქით ჯარიმა იყო თავდამსხელი შეასკდა სახიფათოდ.
H
14 დეკემბერი 2022 12:39
11
პენალტი იყო ასპროცენტიანი. მეკარე გამოვარდა კარიდან , ვერ ითამაშა ბურთზე და წააქცია მოთამაშე, რომელმაც ბურთი გადაუგდო და იმავე ბურთზე თამაშის შანსი ქონდა. სწორედ ამიტომ აღარ მოთხოვა ვარმა გადამოწმება. არ არის აუცილებელი შემტევს ბურთი მაინცადამაინც ფეხებში ქონდეს რომ პენალტი დაინიშნოს. უმრავლეს შემთხვევაში როცა პენალტი ინიშნება ასე არც არის.
ხორვატებმა ამ გოლის შემდეგ ზუსტად ისევე გააგრძელეს თამაში როგორც გოლამდე თამაშობდნენ, და მომენტის მაგვარი ვერ შექმნეს მოწინააღმდეგის კარებთან თამაშის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით , როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და რაღაც მომენტის მაგვარი ქონდათ. არგენტინას ქონდა სრული დომინაცია.



ტტტ
14 დეკემბერი 2022 11:36
14
არგენტინა პრივილეგირებული??!!! 1990 ფინალში მოგონილი პენალტით წააგეს, თუმცა გერმანია ობიექტურად მაშინ უფრო ძლიერი იყო! 1994 მარადონა გააგდეს ტურნირიდან მოგონილი მიზეზით და დაუნგრიეს კარიერა საბოლოოდ! რატომ არ უნდა გახდეს არგენტინა ფინალისტი? დასახურებულად გავიდა ფინალში! პენალტი იყო თუ არა ამას წყვეტს მსაჯი და var საერთო ჯამში სადღაც 8 ადამიანია თუ არ ვცდები! დატკბით ფეხბურთით ხალხნო, რა დაგემართათ!!!
შოთა
14 დეკემბერი 2022 11:31
6
აქ კომენტარების დამწერები, რომ ფეხბურთის წესებში არ ერკვეოდნენ ბოლომდე არ მიკვირს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ თურმე ვერც ფეხბურთელები ერკვევიან. წესებში გარკვევით წერია, რომ პენალტი ინიშნება თუ ფეხბურთელი წააქციეს ბურთზე თამაშის გარეშე ან მას არ მისცეს ბურთზე თამაშის საშუალება. ლივაკოვიჩმა ალვარესს ბურთზე თამაშის საშუალება არ მისცა. ეს იყო 1000%-იანი პენალტი მათთვის ვინც წესები იცის. ვინც წესები არ იცის...
123
14 დეკემბერი 2022 11:13
10
ნუ იბოღმებით ბიჭოო..არგენტინას ჯერ კიდევ 2014ში ეკუთვნოდა თასი..ასე რომ ვალი აქვს განგებას დასაბრუნებელი..პენალტის გარეშეც ეჭვგარეშე იქნებოდა ეს შედეგი სრული დომინირება იყო არგენტინისა და და მომენტი არ ჰქონია ხორვატებს..მიუხედავად ამისა ხორვატია ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხია რაც ამ თამაშში გამოჩნდა განსხვავებით პროვოკატორი ჰოლანდიელებისგან რომლებმაც რაც დაიმდახურეს ის მიიღეს. ესეთი ბინძური ქვეყანა და ერი მე არ მინახავს თუმცა რა ერიც ეგენი არიან..თვით პეპესაც კი გადაუჯოკრეს ბინძური სულით…
ზურა
14 დეკემბერი 2022 11:02
25
აი რაზე მედებატები ვერ გავიგე.. 2014 ეკუთვნოდა არგენტინას წაგება და წააგო ხო მაგას გაიძახი? გუშინაც წაგება ეკუთვნოდა ანუ ხორვატიამ დაჩაგრა თამაშით და მაინც გაათრიეს მსაჯებმა მაგას მეუბნები? მაგ პენალტზე აზრი გაიყო ნაწილი ამბობს დასანიშნი იყოო ნაწილი არა. შესაბამისად გადაჭრით ვერავინ იტყვის არ იყოო და ეგეც რო არ იყოს მაგის შემდეგაც ხორვატიას არაფერი გაუკეთებია ამ თამაშის მოსაგებად და რავიცი…ნამუსიც კაი საქონელია )))
ზურა
14 დეკემბერი 2022 17:57
0
ვის რა უნდა დაუღეჭო? უყურე კარგად მაგ თამაშს და დააკვირდი გერმანიამ რამდენი მომენტი შექმნა. მეორეც, ეგ არის ფეხბურთი - მომენტი გაქვს და თუ ვერ გამოიყენებ, წააგებ. პალასიო, გარაი და როხო ჯობდა იმ გუნდს? გიოტცე კი არ გამოხტა, პასი მიიღო მკერდზე და გამიზნულად დაარტყა კარში. უბრალოდ არ გინდათ მაგის აღიარება და ჰა! 2010-შიც მშვენიერი ბიჭები ჰყავდათ მაგრამ 4-0 წააგეს იგივე გერმანიასთან. მანდაც ოთხჯერ გამოხტა ვიღაცა ? ეგრე იქნება ფინალშიც, ვერ გამოიყენებენ და წააგებენ. იძახეთ მერე უამრავი მომენტი გაანიავაო. მოიგებენ და ღმერთმა გაუმარჯოთ
:)))))))))))
14 დეკემბერი 2022 17:32
2
ყველა გამოხმაურება
მესისტი ვარ თუმცა პენალი მგონი რომ არ იყო, მაგრამ მაინც აჯობეს თამაშით ამიტომ ეგ არაფერი.
ABCABC
14 დეკემბერი 2022 10:47
6
ფინალში ასე ვეღარ მიუდგებიან. დარწმუნებული ვარ საფრანგეთი უკეთესი გუნდია.
კოტე
14 დეკემბერი 2022 10:27
10
არგენტინის კარში დადებდნენ ასეთ პენალტს? არავითარ შემთხვევაში. გარდა მაგისა, პარედესი გასაგდები არ იყო ჰოლანდიასთან? 1000% წითელი იყო. მეტი პრივილეგია რა გინდა, ყველა თამაშში მსაჯი გადამწყვეტ მომენტში შენს სასარგებლოდ რომ შეცდება
ლუკა
14 დეკემბერი 2022 10:21
9
ჰოლანდიასთან მსაჯს ქაჯურად გაექცა ხელიდან სადავეები. არგენტინელებმა იმით ისარგებლეს, რომ ესპანელი იყო და ზეწოლა გაზარდეს. ჰოლანდიის მარცხი მხოლოდ მათი ბრალია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მესის და პარედესის შემთხვევაში მსაჯის შეცდომა ასპროცენტიანია. მე მანდ ძალიან არ მომეწონა მესის ყოყლოჩინობა და მგონია, რომ მაგისთვის მოუწევს სამაგიეროს გადახდა
:)))))))))))
14 დეკემბერი 2022 11:23
4
მარადონამ მაშინ ბურთი ხელით შეაგდო, მესიმ კი მოგონილი პენალტით.
გიორგი
14 დეკემბერი 2022 10:10
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული