"არ მგონია, რომ შემდეგ მუნდიალზე თამაშს შევძლებ" - მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კატარის მუნდიალი მისთვის უკანასკნელი იქნება.

"მუნდიალის ყველა ჩატარებულ მატჩში უდიდესი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით ემოციური იყო იმის ნახვა, თუ როგორ იზეიმეს ნაკრების წარმატება ჩემს ქვეყანაში. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი დროა. არ მგონია, რომ კიდევ ერთ ჩემპიონატზე ასპარეზობას შევძლებ. ამგვარი დასასრული საუკეთესო იქნებოდა" - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელმა ხორვატიასთან მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ალბისელესტე" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთისა და
მაროკოს ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

alt"რით ავხსნი ფინალში გასვლას? ამაზე ერთადერთი პასუხი ლიონელ მესია - არგენტინელი ქომაგები ნახევარფინალში გამარჯვებას ზეიმობენ [VIDEO]

altახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

alt"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა დონის ბნელი უნდა იყო კაცი, მესიზე რომ ენა მოგიბრუნდება. ეპოქა შექმნა ტიპმა .რა ჯიშის ხალხი ხარტ.
ლევან მაღლაკელიძე
14 დეკემბერი 2022 23:58
3
მესიზე რა ასაკიდან დაიწყე ხელცქვიტობა? ასე რამ გაგაგიჟათ ბურთი სულ რომ მსაჯს მოხვდეს იქაც მესი, მესი მესი...მსოფლიო ჩემპიონობა აქამდე უნდა მოეპოვებინა!
ლევანს
15 დეკემბერი 2022 08:39
4
მართლა 13 ხარ. სერიოზული დასკვნები გამოგიტანია, ყოჩაღ. ))) კიდე ბევრი ყავს შენისთანა ჭკვიანი მამაშეენნს?
13-ს
14 დეკემბერი 2022 19:42
5
შენ რომ საკუთარ მამას მიხედო არ იქნება ურიგო...რისი მაქნისიც არის მესი გამოჩნდა უკვე და ფინალში მოუწევს ფრანგული კრუასანის დაგემოვნება.
??
15 დეკემბერი 2022 08:40
1
ბოლო მუნდიალს გამართავს და ყველას ემუდარება იქნებ თასი გადასცენ---არგენტინელებს ემოციურად აგულიანებს, ნაკრების წევრებს ნამუსზე აგდებს ჩემს გამო ითამაშეთ..არადა არგენტინის ნაკრები მესით არ დაწყებულა და არც დასრულდება, ცალკე მსაჯებს ემუქრება აქეთ უეფას რა გაგიხდათ 1 თასი ჩემთვისო...ნაკრები სულ 1 ადგილზე კიდია მისთვის მნიშვნელოვანი ტიტულია...საკუთარი ეგო რომ დაიკმაყოფილოს.
13
14 დეკემბერი 2022 17:02
34
აბა თავი მოიფხანე,ადგილზე გაბია?ასეთი სისულელის მოფიქრებას,ვერც წარმოვიდგენდი!
სოსო
15 დეკემბერი 2022 19:32
0
შენზე მეტად არა!
Georgian-ს
15 დეკემბერი 2022 08:37
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული