ვინ არის ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც მუნდიალის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეორედ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. თუ "მამლებმა" არგენტინის დამარცხება შეძლო, დიდიე დეშამი მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, რომელიც ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ ორმა ქვეყანამ - იტალიამ (1934-1938) და ბრაზილიამ (1958-1962), მოახერხა. "სელესაოს" შემთხვევაში, ეს სხვადასხვა მწვრთნელმა შეძლო. დღემდე ამ რეკორდის ავტორი იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ვიტორიო პოცოა.

სამწვრთნელო წრეებში მას ზედმეტსახელად Vecchio Maestro-ს (ძველ ოსტატს) უწოდებენ. 4-3-3 სისტემა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე ხშირად გამოიყენება, სწორედ პოცოს ეკუთვნის.

"რატომ არ აღიარებენ მის უდიდეს მიღწევას საფეხბურთო
წრეებში? მიზეზი მარტივია, იგი დაკავშირებულია უკიდურეს მემარჯვენეებთან და ფაშიზმთან. მიუხედავად ამისა, პოცო ეროვნულ ნაკრებს 1912 წლის ოლიმპიადაზეც ხელმძღვანელობდა და არასდროს ყოფილა ნაციონალისტურ-ფაშისტური პარტიის წევრი.

არა მგონია, რომ პოცოს დიდი დრო ჰქონოდა პოლიტიკისთვის ან თუნდაც ფაშისტებისთვის, მაგრამ მას უყვარდა ფეხბურთი; მიუხედავად იმდროინდელი რეჟიმისა, აკეთებდა იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად უყვარდა" - აღნიშნავს ისტორიკოსი ალექს ალექსანდრუ.

"კატენაჩოს" (დაცვითი სტილის) შემოქმედი სწორედ ვიტორიო პოცოა. მის ტაქტიკაში მთავარ როლს ჩამშლელი ნახევარმცველი ასრულებდა. ბევრი საფეხბურთო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვიტორიო დღევანდელი, თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამკვიდრებდა. ძველ დროში ფეხბურთელების შერჩევაში მონაწილეობას საფეხბურთო კომიტეტი იღებდა, მაგრამ პოცოს თქმით, წარმატების მიღწევის საუკეთესო შანსი მწვრთნელისთვის სრული თავისუფლების მინიჭება იყო.

Sportall.Ge

მის მიერ დამოძღვრილ 1934 წლის გუნდს კარგად ორგანიზებული, ტაქტიკურად განსწავლული და მებრძოლი ფეხბურთელები შეადგენდნენ, ნაციონალისტური რაზმები მოთამაშეებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ჯარისკაცებს, მაგალითად, იტალიელი ფეხბურთელები ვარჯიშებს ტყეში ატარებდნენ და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. იტალიის ნაკრები 1936 წელს ბერლინში ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, 1938 წელს კი, კვლავ პოცოს ხელმძღვანელობით, საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს და იტალიელი გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც მუნდიალის ტიტულის მოპოვება უცხო ქვეყნის მიწაზე შეძლო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ, მატჩის წინ მუსოლინიმ გუნდს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა: "ან გაიმარჯვებთ, ან დაიხოცებით".

1938 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო მომდევნო მუნდიალი 1950 წლამდე აღარ გაიმართა. პოცო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ვიტორიო კვლავ ფეხბურთში დარჩა და ადგილობრივი გამოცემა La Stampa-ს ჟურნალისტი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი 1968 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
1930 იან წლებში 4-3-3 საერთოდ არ არსებობდა არც რეალურად და არც იდეაში. გუნდები თამაშობდნენ დუბლ-ვე ს სისტემით. 4-2-4 გახლდათ შემდეგი სისტემა, რომელიც 1958 წელს პირველად ბრაზილიელებმა გამოიყენეს 1958 წელს. რაც შეეხება 4-3-3 ეს სისტემა რაც არ უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს, პირველად შეიმუშავა და გამოიყენა ვიქტორ მასლოვმა 60 იანი წლების მოსკოვის ტორპედოსა და კიევის დინამოში უფრო! ევროპაში საფეხბურთო ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ვიქტორ მასლოვი გახლდათ ტოტალური ფეხბურთის საფუძვლების ჩამყრელი მეოცე საუკუნის ფეხბურთის სამყაროში.
მინიმუმ გაეცანით ჯონათან უილსონის ,,პირამიდის გადმობრუნება'' ს და სხვა თუ არაფერი, მერე მაინც დაწერეთ ასეთი სტატია.
Zura
17:26 15-12-2022
4
100%
ზურას
19:30 15-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული