მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკოს 2:0 სძლია და ფინალში გავიდა. ნამატჩევს მაროკოს გუნდის გასახდელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შევიდა და სოფიან ამრაბატს ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.
მაკრონი დარწმუნებულია, რომ ფინალში არგენტინას დაამარცხებენ: "ვფიქრობ, ფავორიტები ვართ, მაგრამ არგენტინა ყოველ შემდეგ შეხვედრას უკეთ ატარებს. ასე რომ, ეს გუნდი ძლიერ პროგრესირებს. ჩემი აზრით, მათი ნაკრები ნაკლებად საიმედო და ერთიანია.
რაბიოს ისევ ფორმაში ჩადგომას ველი, რადგან მაროკოსთან კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბევრი რამ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ გავიმარჯვებთ და შინაგანი ხმა მკარნახობს, ბევრ გოლს ვნახავთ,
საკმაოდ ბევრს, უფრო ზუსტად კვირას გეტყვით, დილით", - განუცხადა მაკრონმა "ეკიპს".
არგენტინის ნაკრები ეთამაშება ნაკრებს,რომელსაც ქვეყანა არ ჰქვია,აი ამიტომ გაიმარჯვებს !!!
P.S. ვისაც კარგად ახსოვს, იტალია 90-სა და აშშ 94-ზე საფრანგეთი საერთოდ ვერ გავიდა, მაგრამ დახეთ საოცრებას, საფრანგეთი 98-ზე, როდესაც პლატინი ფიფას პრეზიდენტი იყო, ფინალში ფენომენი რონალდო საეჭვო ვითარებაში მოიწამლა, რამაც დიდი კითხვის ნიშნები დაბადა, საფრანგეთი კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა პირველად!