"შენ ეს არ გსურს!" - ჰაკიმიმ ინფანტინოს უყვირა, ფიფა კადრების ამოღებას მოითხოვს... რა მოხდა მაროკო ხორვატიის მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩის შემდეგ, სადაც მაროკო ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა, აფრიკელთა მცველ აშრაფ ჰაკიმისა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის ინციდენტი მოხდა.

ჟურნალისტ იოხან კიუჩუკასლანის ცნობით, პსჟ-ის მცველმა, მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს თავკაცს უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ არ სურდა, მაროკოს მედლები მოეპოვებინა.

"ეს უკვე ზედიზედ მეორე მატჩია ხდება ჩვენს წინააღმდეგ, რა გჭირს", - უყვიროდა ჰაკიმი ინფანტინოს.

როგორც კიუჩუკასლანი აღნიშნავს, ფიფამ ჟურნალისტებს სთხოვა ამოეღოთ კადრები, სადაც ჰაკიმი უყვიროდა ინფანტინოს.

"ფიფას წარმომადგენლებს სურდათ, რომ ეს კადრები ამოგვეღო. გასაგებია, რომ
მათთვის უსიამოვნოა რაც მოხდა, მაგრამ ცოტა გულუბრყვილოა, როდესაც იმის იმედი აქვთ, რომ ბევრი ჟურნალისტიდან არც ერთი არ იტყვის იმას, რაც ნახა", - ამბობს იოხან კიუჩაკლასლანი.

altხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაროკოს დაამტკიცა მოედანზე და მის გარეთ რომ მაგრამ უზრდელები არიან ყველა თამაშის შემდეგ გადაწვეს ნახევარი ევროპა:))))
თაზო
15:38 18-12-2022
1
მესიმპატიურა მაროკოს ნაკრები ასეთ წარმატებას რომ მიაღწიეს, მაგრამ ღირსები არ ყოფილან ისეთი უღირსები ყოფილან, როგორც ნაკრების წევრები ასევე მათი წარომადგენლები ევროპაში. ფანგების რომ ვიყო გავყრიდი ქვეყნიდან. თავხედი და უღირსები არიან. წააგეს და რატომღაც მიმხრობა გონიათ.
G.LA.
21:10 18-12-2022
4

სიახლეები პოპულარული