პელე: მესიმ ეს დაიმსახურა - რა თქმა უნდა, მარადონა იღიმის

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ არგენტინის ნაკრებსა და მესის მსოფლიო ჩემპიონობა სოციალური ქსელით მიულოცა:

"დღეს ფეხბურთი, როგორც ყოველთვის, ხალისიანად განაგრძობს თავისი ისტორიის მოყოლას. ლეო მესიმ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რასაც თავისი კარიერით იმსახურებდა.

ჩემმა მეგობარმა მბაპემ ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა დ პენალტი გაიტანა. სპორტის ჩვენი სახეობისთვის როგორი საჩუქარი გახდა ეს შოუ!

არ შემიძლია შესანიშნავი კამპანია მაროკოს არ მივულოცო. სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა.

ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, ახლა დიეგო (მარადონა) იღიმის".

მკითხველის კომენტარები / 10 /
პელემ თქვა მესი საუკეთესოაო ეხლახან კითხეს. მანამდე ნეიტრალური ეჭირა რონალდუს და მესის შორის არჩევანს არ აკეთებდა მაგრამ ეხლახან პურდაპირ თქვა. იმიტომ რომ რონალდუმ თავი ისტორიაში საუკეთესოდ გამოაცხადა და ის ტრაკ გასიებული პირს მორგანიც აიყოლია მაგას იძახის პელეს გადაახტნენ თავზე გესმით. და პელემ ეგრე არ უნდაო მეტი აღარ გაგაბლატავებო და დაასახელა მესი არისო საუკეთესო.
Diego
03:43 19-12-2022
1
ზოგადად ყველაფერი შედარებითია, რონალდო ძლიერია, მესი კი საუკეთესო. რონალდომ თავისი კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა და დღეს მისი სამსახურით მხოლოდ არაბული ქვეყნის გუნდები ინტერესდება და მეტი არავინ.რაც შეეხება მესის,მას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა.მთელი ამ ჩემპიონატის განმავლობაში ღირსეულად ულიდერა მის გუნდს, ისე როგორც ნამდვილ ლიდერს ეკადრება და გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო. არგენტინა მის კაპიტანთან ერთად, მუნდიალის ღირსეული გამარჯვებულია.
თომა
12:25 19-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული