ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა

AutoSharing Option
გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში (4:2) დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მუნდიალის ტიტული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი. ერთი სული მაქვს, არგენტინაში როდის დავბრუნდები.

სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. ფეხბურთის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს" - განაცხადა "ლა პულგამ".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altრა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?

altასე აღნიშნეს ჩემპიონობა ბუენოს-აირესში [VIDEO]

altმესი დიდების

მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ეს კაცი ამას იმსახურებდა
გულშემატკივარი
19 დეკემბერი 2022 14:12
1
მეც ვიცოდი და გული მიგრძნობდა, რომ არგენტინის ნაკრები და შენ ლეგენდავ მოიგებდით! სული და გულით გილოცავ ლეო, ამ თასს, შენ და ნაკრებმა სამართლიანად დაიმსახურეთ!
შენი ერთგული გულშემატკივარი ნონა.
19 დეკემბერი 2022 12:21
3
ჩვენო საყვარელო და საამაყო ნონა! თქვენ როგორც არგენტინის და განსაკუთრებით ლეო მესის გულშემატკივარს, გილოცავთ არგენტინის ნაკრების გამარჯვებას! ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ!
მესხების ოჯახი.
19 დეკემბერი 2022 13:51
0
უკაცრავად, ნონა გაფრინდაშვილის გვარი გამოგვრჩა, ჩვენი კომენტარი ეძღვნება, ჭადრაკის დედოფალს.
ნონა გაფრინდაშვილს, მესხების ოჯახისგან.
19 დეკემბერი 2022 15:18
1
Ღმერთმა კი არა მე ვიცი ვინც მოგაგებინა და შენც ხო იცი და იცი
ლ.გიო
19 დეკემბერი 2022 19:18
12
ღმერთიც, იღბალიც და ფიფაც ჩემო მესი.
ika
19 დეკემბერი 2022 17:16
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული