"ეკიპის" მტკიცებით, მესის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

AutoSharing Option
"ეკიპი" მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლეო მესის მიერ 108-ე წუთზე გატანილი გოლი ჩასათვლელი არ იყო.

"როდესაც მესიმ ლორისის მოგერიების შემდეგ გაიტანა, არგენტინის ნაკრების ზოგიერთმა სათადარიგო ფეხბურთელმა ემოციები ვერ შეიკავა და საზეიმოდ მოედანზე გოლამდე შევიდა. ეს მკაცრად აკრძალულია.

პუნქტი 9. წესი 3: "თუ მსაჯი გატანილი გოლის მერე თამაშის განახლებამდე შეამჩნევს, რომ გოლის გატანის მომენტში მოედანზე გარეშე პირი იმყოფებოდა, გოლი უნდა გააუქმოს. თამაში საჯარიმოთი იმ ადგილიდან უნდა განახლდეს, სადაც გარეშე პირი იმყოფებოდა".

გამოცემამ პოლონელი მსაჯის, შიმონ მარჩინიაკის მუშაობა 10-დან 2 ქულით
შეაფასა.

Sportall.Ge

არგენტინელები კი ამტკიცებენ, რომ დამატებით დროში მარტინესის კარში პენალტის დანიშვნამდე, როდესაც მბაპეს დარტყმული ბურთი ხელზე მონტელიას მოხვდა, იქამდე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი ფრანგების მცველ უპამეკანოს ხელზე შეეხო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სსრკ ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანზორ კავაზაშვილმა,რომელსაც 60- ში მოუწია თამაში ლეგენდარულ პელესთან და გარინჩასთან მიშა მესხის,სლავა ხურცილავას და სლავა მეტრეველის მონაწილეობით ერთად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშის შესახებ საკუთარი მოსაზრება გააზიარა:"მესი უდიდესი ადამიანია. ფანტასტიკური იყო ის, რაც მან გააკეთა. თავისი გონებით, ფეხებით, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით მან მიაღწია უმაღლეს სპორტულ ღირსებას და მოიგო ყველაფერი, რაც შეეძლო.
შეიძლება თუ არა მესის ეწოდოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? თუ გამოყოფთ ადამიანურ თვისებებს და დატოვებთ წმინდა საფეხბურთო ინდიკატორებს, როგორიცაა ტექნიკა, ტაქტიკა, პასის და დისპეტჩერიზაციის უნარები, მაშინ ვფიქრობ, რომ პელე და მესი ამაში საუკეთესოები იყვნენ. შემდეგი მოდის გრადაცია. კრიშტიანუ რონალდუს თამაში, რომელიც თავისი შესანიშნავი სისწრაფით, თავ-ფეხით, მოძრაობითა და გახსნილებით, გოლის გატანის ინსტინქტით შესანიშნავია და, ჩემი აზრით, მესამე ადგილზეა პელესა და მესის შემდეგ. შემდეგი არის მარადონა. ის არის სუპერმენი, რომელშიც სპორტი და ადამიანური თვისებები იყო შერწყმული, რამაც მას ხალხის სიყვარული მოუტანა.
მარადონამ ფეხბურთის მოედანზე და ცხოვრებაში ექსცენტრიული ქცევით აბსოლუტურად ყველას აჯობა: ქცევა, ხელით გატანილი ბურთი, გიჟური დრიბლინგი სიჩქარით, რომელიც სხვას არასდროს მინახავს. ის ამ საკითხში ერთადერთი და ერთადერთი მოთამაშეა. მესი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე? მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ ვერ გაიმეორებს, რადგან ასაკი არ დაუშვებს. 4 წელი ძალიან დიდი დროა“, - განუცხადა კავაზაშვილმა Betonmobile -ს.
An
20 დეკემბერი 2022 22:41
0
წელს მსოფლიოზე მსაჯებმა და ვარის ოთახმა ისეთი გადაწვეტილებები მიიღეს, რომ არაფერია გამორიცხული კონკრეტულად ეს მომენტი არვიცი უკვე რამდენად ღირს განხილვად მაგრამ ზოგადად მსაჯებს მინიმუმ დავაჯარიმებდი თან საკმაოდ სოლიდური თანხებითა და პროფესიული შეზღუდვებით.
რეზო
20 დეკემბერი 2022 10:30
1
ათასი სირათი დევს უკვე მაგ მომენტის . ბურთი კარშია უკვე როცა ფეხი აქვს შემოდგმული არგენტინელს , რა გაუქმებაზეა ლაპარაკი. ეგრე თუ ჩავუკირკიტებთ ფრანგების მეორე გოლის ეპიზოდი იქიდან დაიწყო რომ კომანმა ხელი კრა მესის გადააგდო და ბურთი ისე წაართვა. მსაჯმა კი აშკარა ჯარიმა გაუტარა. მორჩით რა .
მოიგონეს რა
20 დეკემბერი 2022 10:20
6
ათასი სირათი დევს უკვე მაგ მომენტის . ბურთი კარშია უკვე როცა ფეხი აქვს შემოდგმული არგენტინელს , რა გაუქმებაზეა ლაპარაკი. ეგრე თუ ჩავუკირკიტებთ ფრანგების მეორე გოლის ეპიზოდი იქიდან დაიწყო რომ კომანმა ხელი კრა მესის გადააგდო და ბურთი ისე წაართვა. მსაჯმა კი აშკარა ჯარიმა გაუტარა. მორჩით რა .
მოიგონეს რა
20 დეკემბერი 2022 10:20
0
ძლივს ერთხელ მოაგებინეს ისიც უამრავი თვალის დახუჭვა და ჯიგრულ პონტში პატიება გახდა საჭირო + თავის შეცოდება რომ თასი აეღო და ისიც ვერ მოახერხა დამაჯერებლად, უამრავი კითხვის ნიშნები :დ ნაჩუქარი პენალტი და შეცდომების არ დანახვა ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა მესი უდიდესია - ეს არის ფანატიზმი და ავადმყოფური დამოკიდებულება ვინც მხოლოდ 1 ფეხბურთელს სკანდირებთ.
ფიგუ
20 დეკემბერი 2022 10:18
14
ბადმინტონი, გირჩევ, თან მარტივი და მხიარული თამაშია. მიაწექი.
ჰაჰაჰა
20 დეკემბერი 2022 15:12
1
იმ იდიოტ სკალონის რა ვუთხარი დი მარია რომ გაიყვანა და ნებით გადააბარა აფრიკელებს მთელი უპირატესობა @ ისევ ისე რომ გაეგრძელებინათ თამაში მინიმუმ 5-0 ს მოიგებდნენ და ყველანაირი ბოდვა დამთავრდებოდა!
zura222
20 დეკემბერი 2022 05:06
10
გარტყმაში არახარ და ლანძღვა მაგარი იცი. ახლადტრავმამორჩენილმა დი მარიამ რომ ვერ გაქაჩა იმიტომ რო შეცვალეს გაგიჭირდა აღქმა?
ზურა ოროსანს
20 დეკემბერი 2022 12:07
3
ხუთი გოლი მთელი ტურნირის განმავლობაში არ გაუტანია თამაშიდან არგენტინას :))))
H
20 დეკემბერი 2022 09:38
5
წესების მიხედვით გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და თუ რატომ მშვენივრად არის ჩამოყალიბებული

აი ვისაც არ უნდა წესებს მიაქციოს ყურადღება და დაბრმავებულია მესის გულშემატკივრობით მათთვის წაგების შემთხვევაშიც ჩემპიონია არგენტინა :):):)
რა მნიშვნელობა აქვს
19 დეკემბერი 2022 23:00
39
წესით არც მეორე პენალტი უნდა დაედო არგენტინის კარში , მანამდე ბურთი *ფრანგს* მოხვდა ხელზე , თან სათამაშო სიტუაციაში და გადამწყვეტ მომენტში , ის ორი ფეხბურთელი , 2 ჰექტარის დაშორებით იმყოფებოდნენ საჯარიმოდან და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდნენ თამაშზე - მშვენივრად ავხსენი შენი *ფრანგთმოყვარე* ტოლერანტობა !
კახა
20 დეკემბერი 2022 09:04
2
ეხლა გინდა შაიტანეთ გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი (70 წუთი გეძინათ მოედანზე,პრახადნოი დვერი იყო მთელი პირველი ტაიმი,მერე კი ითამაშეთ მაგრად მაგრამ იმარჯვებს ძლიერი)
ნიკო
20 დეკემბერი 2022 00:40
2
ამ კომენტარის მერე დავრწმუნდი, მართალი იყო მარტინესი რაც ფრანგებს უჩვენა, არადა ვამტყუნებდი.დდდ
ეეე
19 დეკემბერი 2022 22:03
14
ამ ეკიპმა და ზოგადათ ფრანგებმა გაუბერეს რას მმიედ მოედებიან.
რრრ
19 დეკემბერი 2022 22:00
6
წესების მიხედვით არ უნდა ჩათვლილიყო
დოკუ უმაროვი
19 დეკემბერი 2022 21:58
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული