ამჯერად საჩემპიონო აღლუმზე - მარტინესმა მბაპეს კიდევ ერთხელ დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ჩემპიონობის აღნიშვნას აგრძელებს. მოთამაშეებმა ქალაქში თასთან ერთად ავტობუსით გაისეირნეს.

სოციალურ ქსელში "ალბისელესტეს" მეკარის, ემილიანო მარტინესის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ემილიანო ხელში კილიან მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინით გამოჩნდა.

Sportall.Ge

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა ფრანგ ვარსკვლავს დასცინა. მუნდიალის ფინალის შემდეგ მარტინესმა გასახდელში მბაპეს მისამართით იხუმრა, თანაგუნდელებს გამარჯვების აღნიშვნა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ...

მკითხველის კომენტარები / 50 /
კაი რა,შე კაცო,გაიხარე,იზეიმე,იხალისე,მაგრამ ბოღმა გულიდან ამოიგდე,ზედმეტია ეგ უკვე,შეიგნე!
კოლხიდელი
00:32 21-12-2022
3
რატო დაცინის ყველა კუთხეში რო გაუტანა ?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული